Saturday, January 6, 2018

ლიტერატურის წრე



2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს ლიტერატურის წრე „კარცერ-ლუქსი“;
სამიზნე ჯგუფი: სსიპ თერჯოლის მუნციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები.

            ლიტერატურის წრე შეიკრიბება ორ კვირაში ერთხელ(სულ ათი შეხვედრა). თითოეული შეკრების თემა, მიზნები და აქტივობები იქნება განსხვავებული. ყოველი შეხვედრის ბოლოს წრის წევრებისთვის ცნობილი გახდება მომდევნო შეხვედრის თემა, შესაბამისად, მათ მიეცემათ გარკვეული დავალებები, რომლებიც უნდა შეასრულონ მომდევნო შეკრებამდე. მაგალითად, კონკრეტული ნაწარმოების წაკითხვა, ინფორმაციის მოძიება მწერლის, ნაწარმოების შესახებ, პრეზენტაციის მომზადება და ა.შ.
დავალებები იქნება როგორც ინდივიდუალურად შესასრულებელი, ისე  - წყვილში ან მცირე ჯგუფში.
            თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 1-1,5 საათი.

            შენიშვნა: წრის წევრთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეიძლება შეიცვალოს შეხვედრის თარიღი ან თემა;

წრის მუშაობის გრაფიკი და პროგრამა:
N
თარიღი
თემა
1
25.01.2018
რატომ „კარცერ-ლუქსი“?..
პირველი შეხვედრა - წრის პროგრამისა და მუშაობის პრინციპების გაცნობა; მოლოდინების განსაზღვრა;
ლიტერატურული ეკივოკი...

2
8.02.2018
წიგნის ისტორია...
მსოფლიო ლიტერატურის სათაავეებთან („გილგამეშიდან“ დღემდე);

3
22.02.2018
ჩემი საყვარელი მწერალი, ნაწარმოები ან ლიტერატურული გმირი;

4
15.03.2018
ლიტერატურული პრემიები (ნობელი, პულიცერი, ბუკერი, გონკური...) ;

5
29.03.2018
ანტუან და სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“

6
12.042018
„ერთი ოჯახიდან“(მწერალი მამა-შვილები, ძმები...)

7
26.04.2018
ერთი მწერლის ისტორია - გოდერძი ჩოხელი;

8
10.05.2018
ცნობილი ეკრანიზაციები;
9
24.05.2018
ლიტერატურული ვიქტორინა;
10
07.06.2018
დასკვნითი შეხვედრა - წრის მუშაობის შეჯამება;
წრის მუშაობის მიზნები და ამოცანები ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებს. კერძოდ,
·         განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები;
·         ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
·         შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;
·         გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.
·         სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზისა და შექმნის უნარის გამომუშავება;
·         მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;
·         ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
·         ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·         დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
·           საგანმანათლებლო მიზნით  სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;


რესურსები

v  ადამიანური რესურსები (მასწავლებელი, წრის მონაწილე მოსწავლეები);
v  სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული მხატვრული ლიტერატურა;
v  კომპიუტერები, პროექტორი.
v  საკანცელარიო ნივთები...
v  ინტერნეტრესურსები:
https://www.youtube.com/watch?v=cYKolDqoHqk  (სატელევიზიო სპექტაკლი)
და ა.შ.

წრის ხელმძღვანელი სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ აფრიდონიძე

No comments:

Post a Comment

წიგნის კლუბის მეორე შეხვედრა

 2023 წლის 20 ოქტომბერს წიგნის კლუბში "ვკითხულობთ ქართულს" მეორე შეხვედრა გაიმართა.  თემა - ნ. დუმბაძის "ძაღლის" განხილვ...