გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის თემა
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ( საბა იშხნელთან შეხვედრის ეპიზოდი)
მოსწავლეთა რაოდენობა
2



გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები

ქართ.X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.

·         მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·         მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;


სასწავლო რესურსები
ქართული ენა და ლიტერატურა, მე-10 კლასი.
გამომცემლობა ”დიოგენე” ნ. მუზაშვილი.134-136;

შეფასების საგანი/პროცედურები
მოსწავლე ნათლად აყალიბებს აზრს, მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას და ასაბუთებს მას, შესაბამისი არგუმენტებისა და მაგალითების დასახელებით.

შეფასების ტიპი: განმსაზღვრელი შეფასება.

ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური მუშაობა;
მუშაობა მთელ კლასთან;








გაკვეთილის მსვლელობა/დრო
აქტივობა  1 გონებრივი იერიში 5წთ.
ა) მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ ეპიზოდები, რომლებშიც გამოიკვეთა სასულიერო და საერო ფენების წარმომადგენელთა ურთიერთდამოკიდებულება.
ბ) მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ რას ამბობს გიორგი მერჩულე „ჭეშმარი მონაზონთა“ ცხოვრების წესსა და შეხედულებებზე.

აქტივობა 2  დისკუსია  10 წთ.
ა) მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასახელებენ ეპიზოდებს ტექსტიდან, გამოთქვამენ თვიანთ მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით; ადარებენ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ასახულ ურთიერთობას „შუშანიკის წამებაში“ წარმოდგენილ მდგომარეობას.
ბ) მოსწავლეებს გამოვათქმევინებ ვარაუდს საკითხზე : როგორ უნდა მოიქცეს ბერი თუ მას არ სურს დაემორჩილოს მეფის ნებას.

აქტივობა 3  პრაქტიკული მუშაობა კომენტირებული კითხვა ; 15 წთ.
ა) მოსწავლეები  ეცნობიან მხ. ტექსტს (გვ.134-136); 10 წთ.

აქტივობა 4 დისკუსია 15 წთ.
მოსწავლეები გააანალიზებენ ეპიზოდს. შეაფასებენ საბა იშხნელის ქმედებას. იმსჯელებენ, მართებულად მიაჩნიათ თუ არა იგი. განიხილავენ საბა იშხნელის არგუმენტებს.










*******
გაკვეთილის თემა
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (აღწერა და მისი ტიპები - პორტრეტი და პეიზაჟი)
მოსწავლეთა რაოდენობა
2




გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
·         განსაზღვრავს მეტყველების სხვადასხვა ტიპის (აღწერის, თხრობის, მსჯელობის) ეფექტიანობას სხვადასხვა სახის ტექსტებში;

ქართ.X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
·         წინასწარ აგროვებს მასალას (ციტატებს ნაწარმოებებიდან, მკვლევართა მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს და სხვ.);
·         კითხულობს ნაწერს კორექტირების მიზნით, ასწორებს შეცდომებს, ლექსიკონების მიხედვით ამოწმებს სიტყვათა ფორმებს;

სასწავლო რესურსები
ქართული ენა და ლიტერატურა, მე-10 კლასი.
გამომცემლობა ”დიოგენე” ნ. მუზაშვილი. გვ.52; 118; 125; 131-132; 172-173;


შეფასების საგანი/პროცედურები
მოსწავლეს შუძლია განსაზღვროს და განასხვავოს მხატვრული ნაწარმოებში მეტყველების ტიპები;

მოსწავლეს შეუძლია აარჩიოს და გამოიყენოს წერის შესაბამისი სტრატეგია შექმნას წინასწარ განსაზღვრული მიზნის შესაბამისი ტექსტი;

შეფასების ტიპი: განმსაზღვრელი შეფასება.

ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური მუშაობა;
მუშაობა მთელ კლასთან;
 წყვილში მუშაობა.







გაკვეთილის მსვლელობა/დრო
აქტივობა  1 გონებრივი იერიში 5წთ.
ა) მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ რა იციან მეტყველების ტიპებისა და მხატვრულ ტექსტებში მათი დანიშნულების შესახებ;

აქტივობა2  მინი დისკუსია 10 წთ.
მოსწავლეები იხსენებენ შუა საუკუნეების მწერლობის პრინციპებს, სპეციფიკას და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში აღწერის ტიპების ფუნქციის შესახებ. ეცნობიან თეორიულ მასალას (გვ.172-173;)

აქტივობა 3  პრაქტიკული მუშაობა; 25 წთ.
ა) მოსწავლეები დამოუკიდებლად ეცნობიან მხ. ტექსტს (გვ.131-132); 10 წთ.
ბ) მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ეპიზოდს, რომლებშიც გვხვდება აღწერის სხვადასხვა ტიპი (გვ.52; 118; 125) 10 წთ;
ჩამოაყალიბებენ, რა მიზნით იყენებს ავტორი თითოეულ მათგანს;

აქტივობა 4 პრეზენტაცია 5 წთ.
მოსწავლეები მოკლედ ჩამოაყალიებებენ ძირითად დასკვნებს; საშინაო დავალებად დაწერენ ესე - „აღწერის ტიპები და მათი ფუნქცია ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში“.

 *****************
გაკვეთილის თემა
ი.ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“   (მე-10/მე-12 თავები)
მოსწავლეთა რაოდენობა
6





გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან...
·         იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო მოდელებს (შედარება-შეპირისპირებას, ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას, სივრცულ განლაგებას, მიზეზ-შედეგობრიობას, განსაზღვრებას, მნიშვნელობის ხარისხს, პრობლემას და მის გადაწყვეტას);
·          

სასწავლო რესურსები
ქართული ენა და ლიტერატურა, მე-11 კლასი.
გამომცემლობა ”დიოგენე” ნ. მუზაშვილი (გვ.184-195)
ქართველი მწერლები სკოლაში- ილია ჭავჭავაძე


შეფასების საგანი/პროცედურები
მოსწავლეს შეუძლია აზრი ჩამოაყალიბოს გარკვევით, სათანადო არგუმენტების დასახელებით. თავისი პოზიციის გამოსახატავად და დასაცავად გამოიყენოს სხვადასხვა სტრატეგია.


შეფასების ტიპი: განმსაზღვრელი შეფასება.

ორგანიზების ფორმები
მუშაობა მთელ კლასთან;

ჯგუფური მუშაობა










აქტივობები/
დროის განაწილება

აქტივობა  1 მოსწავლეთა პროვოცირება/ დაჯგუფება. 5 წთ
მოსწავლეებ დავურიგებ ბარათებს, რომლებზეც წერია სხვადასხვა ფრაზა. ერთ ჯგუფში გაერთიანდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც რომლებსაც შეხვდებათ ლუარსაბის სიზარმაცის გამომხატველი ეპიზოდები, ხოლო მე-2 ჯგუფში იმუშავებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც შეხვდებათ, ლუარსაბის „სიბრძნის“ დამადასტურებელი მონაკვეთები.

აქტივობა 2 ჯგუფური მუშაობა 15 წთ.
მოსწავლეები გაეცნობიან თამაზ ბიბილურის მოსაზრებას (სახელმძღვანელო, გვ. 196 – „ინტერპრეტაცია“ მე-2 დავალება)
1-ლი ჯგუფი დაამუშავებს საკითხს „... იმ ხალხთან შედარებით, ლუარსაბს, რომ გარს ახვევია, ლუარსაბი ციური ანგელოზია“
მე-2 ჯგუფი დაამტკიცებს პირველი ჯგუფის საპირისპიროს


აქტივობა 3 დებატი 10წთ
მოსწავლეთა ჯგუფებს შორის გაიმართება დებატი


აქტივობა 4 დებატის შედეგების შეჯამება 5 წთ.




*************

გაკვეთილის თემა
ი.ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“   V-IX თავები
მოსწავლეთა რაოდენობა
6





გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;

ქართ. XI. 9.  მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.
·         აანალიზებს პერსონაჟთა სახეებს, აჯგუფებს  კონფლიქტთან მიმართებით და განსაზღვრავს მათ როლს სიუჟეტის განვითარებაში;


სასწავლო რესურსები
ქართული ენა და ლიტერატურა, მე-11 კლასი.
გამომცემლობა ”დიოგენე” ნ. მუზაშვილი.
ქართველი მწერლები სკოლაში- ილია ჭავჭავაძე


შეფასების საგანი/პროცედურები
მოსწავლეს შუძლია განსაზღვროს პერსონაჟის როლი კონკრეტულ ეპიზოდში, ამბავში;

მოსწავლეს შეუძლია სათქმელის მკაფიოდ და ლოგიკურად გამოცემა.
                                         

შეფასების ტიპი: განმსაზღვრელი შეფასება.

ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური მუშაობა;
მუშაობა მთელ კლასთან;
 ჯგუფური მუშაობა.








გაკვეთილის მსვლელობა/დრო
აქტივობა  1 მოსწავლეთა პროვოცირება 5
მოსწავლეთა პროვოცირებისა და მათი მობილიხების მიზნით, მოსწავლეებს დავურიგებ წინასწარგამზადებულ ბარათებს (მათზე წერია ფრაზები, რომლებსაც წარმოთქვამენ სუტ-კნეუნა და მოსე გძელაძე). ერთ ჯგუფში გაეღტიანდებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც შეხვდებათ სუტ-კნეინას ფრაზები, ხოლო მეორე ჯგუფი- მოსე გძელაძის ფრაზები.
აქტივობა 2 რეკომენდაცია/ წერითი დავალების შესრულება  20წთ.
ა) მოსწავლეთა ჯგუფებს  მივცემ ზოგად ინსტრუქციებს, განვუმარტავ რა პრინციპით უნდა იმუშაონ. კერძოდ, განსაზღვრონ მოსე გძელაძისა და სუტ-კნეინას მხატვრული სახე. მოსწავლეებს მოუწევთ დაასახელონ არგუმენტები, რომლეთა მეშვეობითთაც შეძლებენ თავიანთი პერსონაჟის „გამართლებასაც“
მოსწავლეები თავიანთ მოსაზრებებსა და არგუმენტებს ჩამაყალიბებენ თეზისების სახით.
აქტივობა 3  პრეზენტაცია 15 წთ.
ჯგუფების ლიდერები წარმოადგენენ ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს.

აქტივობა 4 შეჯამება ს/დავალების განსაზღვრა.
 კლასს დავუსვმა რამდენიმე საკვანძო შეკითხვას. განვსაზღვრავთ საშინაო დავალებას - ესე . (სუტ-კნეინას მსხატვრული სახე; მოსე გძელაძის მხატვრული სახე).




*******

გაკვეთილის თემა
ი.ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“   (IV თავი)
მოსწავლეთა რაოდენობა
6









გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

·         მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;

·         შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;

ქართ. XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეის დაწერა.

(საშინაო დავალება)

·         განიხილავს პერსონაჟის ხასიათს, ქცევის მოტივს, ღირებულებებსა და ფასეულობებს (ფსიქოლოგიური პორტრეტი);

·         წერს ლიტერატურულ ესეის, რომელშიც ახასიათებს პერსონაჟს ან განიხილავს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას;




სასწავლო რესურსები
ქართული ენა და ლიტერატურა, მე-11 კლასი.

გამომცემლობა ”დიოგენე” ნ. მუზაშვილი. გვ.165-175.

ქართველი მწერლები სკოლაში - ილია ჭავჭავაძე.

ბარათები.

შეფასების საგანი/პროცედურები

მოსწავლეს შეუძლია ტექსტში ამოიცნოს სხვადასხვა მხატვრული საშუალება და მათი როლი მწერლის მიზანდასახულობის გადმოსაცემად.

შეფასების ტიპი: განმსაზღვრელი შეფასება.



ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური მუშაობა;

მუშაობა მთელ კლასთან;

ჯგუფური მუშაობა;                 


აქტივობები/
დროის განაწილება









აქტივობები/
დროის განაწილება
აქტივობა  1 გონებრივი იერიში 5 წთ.
ა) მოსწავლეებს მოთხრობის I-III თავებიდან დავუსვამ შეკითხვებს, რომლთა საშუალებით შესაძლებელი იქნება მათი ყურადღების კონცენტრაცია მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრის ქართულ ყოფაზე (ბატონყმობა; თავადაზნაურთა ცხოვრების წესი. . . ).

აქტივობა 2 ჯგუფური მუშაობა - 15 წთ.
ა) მოსწავლეებს გავყოფ 2 ჯგუფად. დავურიგებ ბარათებს ( თითოეულმა ჯგუფმა უნდა გააანალიზოს მოთხრობის მე-4 თავი - ყურადღება გაამახვილოს ეპოქის თავისებურებების გამოვლენზე ტექსტში)/

აქტივობა 3 პრეზენტაცია - 10წთ
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ნაშრომს.

აქტივობა 4 დისკუსია   12 წთ.
ნაშრომთა პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია - თავადაზნაურთა ყოფა, ცხოვრების წესი და შეხედულებები.

აქტივობა 3 საშინაო დავალება (ინსტრუქცია) 3წთ.
მოსწავლეები განხილული საკითხების საფუძველზე შეასრულებენ წერილობით დავალებას (გვ.180 - რუბრიკა „ინტერპრეტაცია“)





*************

გაკვეთილის თემა
ი.ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“   (III თავი)
მოსწავლეთა რაოდენობა
6





გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ. XI. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით.
·         მსჯელობს მხატვრულ ტექსტში შინაარსის გადმოცემის სხვადასხვა ენობრივ და მხატვრულ საშუალებაზე;
ქართ. XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეის დაწერა.
·         წერს ესეის შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის, განწყობილებების, შთაბეჭდილებების, ემოციების და ა. შ. გადმოსაცემად.


სასწავლო რესურსები
ქართული ენა და ლიტერატურა, მე-11 კლასი.
გამომცემლობა ”დიოგენე” ნ. მუზაშვილი. გვ.162-164.
ქართველი მწერლები სკოლაში- ილია ჭავჭავაძე

შეფასების საგანი/პროცედურები

მოსწავლეს შეუძლია ტექსტში ამოიცნოს სხვადასხვა მხატვრული საშუალება და მათი როლი მწერლის მიზანდასახულობის გადმოსაცემად.

შეფასების ტიპი: განმსაზღვრელი შეფასება.

ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური მუშაობა;
მუშაობა მთელ კლასთან;




აქტივობები/
დროის განაწილება
აქტივობა  1 წერითი სამუშაო  - 10 წთ.
ა) ნაწარმოების 1-ლი და მე-2 თავებიდან მოსწავლეებს დაფაზე დავუწერ ყველაზე მნიშვნელვან ფრაზებს („ეტყობა, რომ ქართველია. . . „; „ვიცი, გულწრფელი ხარ, როგორც ყველა ქართველი“...) და ვთხოვ მოსწავლეებს, დაწერონ თავიანთი შთაბეჭდილებები და ემოციები დაწერონ წაკითხულთან დაკავშირებით.

აქტივობა 2 პრეზენტაცია - 10 წთ.
ა) მოსწავლეებს ვთხოვ ისაუბრონ, რა ძირითადი საკითხები გამოკვეთეს 1-ლი და მე-2 თავებში


აქტივობა 3 მინილექცია - 5წთ
მოწავლეებს ვესაუბრები განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების, კერძოდ, ჩართულის შესახებ.

აქტივობა 4 მარკირებული კითხვა 10წთ.
მოსწავლეები წაიკითხავენ ნაწარმოების მე-3 თავს. მოძებნიან ეპიზოდებს, სადაც გამოყენებულია ჩართული, განსაზღვრავენ, რა ეფექტს აღწევს ავტორი ამ ენობრივი საშუალებით
აქტივობა 5 პრეზენტაცია 10 წთ.
მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ დასკვნებს, შეადარებენ და განიხილავენ მათ.





  *******
გაკვეთილის თემა
ი.ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“   I-II თავები
მოსწავლეთა რაოდენობა
6





გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
·         მსჯელობს ტექსტის ორგანიზების თავისებურებებზე;
·         მსჯელობს ნაწარმოების სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიცია, პროლოგი, ეპილოგი, რეტროსპექცია) დანიშნულებაზე.

ქართ. XI. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით.
·         მსჯელობს მხატვრულ ტექსტში შინაარსის გადმოცემის სხვადასხვა ენობრივ და მხატვრულ საშუალებაზე;


სასწავლო რესურსები
ქართული ენა და ლიტერატურა, მე-11 კლასი.
გამომცემლობა ”დიოგენე” ნ. მუზაშვილი. გვ.152-159.
ქართველი მწერლები სკოლაში- ილია ჭავჭავაძე



შეფასების საგანი/პროცედურები
მოსწავლეს შუძლია განსაზღვროს მხატვრული ნაწარმოების სტრუქტურული ერთეულები, მათი ფუნქციური დანიშნულება დანიშნულება;

მოსწავლეს შეუძლია ტექსტში ამოიცნოს სხვადასხვა მხატვრული საშუალება და მათი როლი მწერლის მიზანდასახულობის გადმოსაცემად.

შეფასების ტიპი: განმსაზღვრელი შეფასება.

ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური მუშაობა;
მუშაობა მთელ კლასთან;
 წყვილებში მუშაობა.








გაკვეთილის მსვლელობა/დრო
აქტივობა  1 მოსწავლეთა პროვოცირება 10 წთ.
ა) მთელი კლასის სწრაფად კონცენტრაციის მიზნით, დაფაზე ვწერ სიტყვებს „კაცი“, „ადამიანი“ და ვთხოვ მოსწავლეებს მიუწერონ განსაზღვრებები, ეპითეტები  . . .
ბ) მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ სიტყვა „კაცის“ მნიშვნელობა ძველ ქართულში, შეადარონ იგი ამ სიტყვის ახლანდელ გაგებს; დაასახელონ შესაბამისი მაგალითები.
გ) მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ ფრაზა პოემა „ვეფხისტყაოსნიდან“ (ეტყოდა, სულე რამც გიყავ, კაცი ვარ, ადამიანი“.

აქტივობა 2 მინი დისკუსია 10წთ.
ა) მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ და ისაუბრონ ნაწარმოების სტრუქტურულ ერთეულებსა და მათ მნიშვნელობაზე. ყურადღებას გავამახვილებთ პროლოგის ფუნქციაზე (შდრ. „ვეფხისტყაოსანი“)
ბ) მოსწავლეები ისაუბრებენ სხვადასხვა მხატვრულ-გამომსახველბით საშუალებაზე, რომლებსაც ავტორები იყენებენ მთავარი სათქმელის გადმოსაცემად - ირონია, სედარება, ეპითეტი, აღწერა და მისთ.


აქტივობა 3 მარკირებული კითხვა 20 წთ.
მოსწავლეებს ვყოფ წყვილებად, ვუნაწილებ ტექსტს I-II თავებიდან და ვაძლებ კონკრეტულ დავალებებს:
1-ლი წყვილი: ტექსტში მოიძების და მონიშნავს ანდაზებსა და ფრაზეოლოგიზმებს
მე-2 წყვილი: ტექსტში მოიძიებს და მოიძიებს რიტორიკულ შეკითხვებსა და მიმართვებს; ავტორისეულ ჩანართებს;
მე-3 წყვილი: ტესტში მოიძიებს და ამოწერს ფრაზებს, რომლებშიც განსაკუთრებით იგრძნობა ავტორის ირონია.

აქტივობა 4 პრეზენტაცია 5წთ
 თითოეული წყვილი წარმოადენს თითო მაგალითს და ისაუბრებს მის დანიშნულებაზე; საკითხის უფრო სიღრმისეულად დასამუშავებლად მათ მიეცემათ საშინაო დავალება.





*********

გაკვეთილის თემა
გ.ტაბიძის „თოვლი“
მოსწავლეთა რაოდენობა
6

გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ. XII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენისს ხვადასხვა ასპექტების გაანალიზება.

·         წაკითხულ ნაწარმოებში ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და შეაფასებს მათ ეფექტურობასა და მნიშვნელობას;
·გაიაზრებს ენას, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალებას;
·გაიაზრებს პოეტური ლოგიკის სპეციფიკურობას („მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში“, „ამ რევოლვერში არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ? მე გთხოვთ, მომკალით!“...);


სასწავლო რესურსები
ქართული ენა დალიტერატურა, მე-12 კლასი.
გამომცემლობა ”დიოგენე” ნ. მუზაშვილი. გვ.194-198/

შეფასების საგანი/პროცედურები
მოსწავლე ამოიცნობს სხვდასხვა მხატვრულ საშუალებას; განსაზღვრავს მის როლს ნაწარმოებში;
ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური მუშაობა; მუშაობა მთელ კლასთან;








გაკვეთილის მსვლელობა/დრო
1-ლი აქტივობაგონებრივი იერიში  -5 წთ
დაფაზე ვწერ სიტყვას „სიმბოლიზმი“ და მოსწავლეებს ვთხოვ და დაასახელონ არსებითი ნიშნები/პრინციპები, რომლებიც მას ახასიათებს.

მე-2 აქტივობა მინი დისკუსია)    (10 წთ)
მოსწავლეები ისაუბრებენ სულიოერიმარტოობის თემაზე ქართულ პოეზიაში; დასახელებენ მიზეზებს, გაავლებენ ლიტერატურულ პარალელებს;

მე-3 აქტივობა ტექსტზე პრაქტიკული მუშაობა 20წთ
ა) მოსწავლეებს ვთხოვ გამოთქვან ვარაუდები, რა ასოციაციას შეიძლება იწვევსდეს სიტყვა თოვლი. რის სიმბოლოდ შეიძლება მოგვევლინოს იგი.
ბ) ლექსის წაკითხვა. მოსწავლეებს ვუკითხავ ლექსს (გაბმულად). პირველი მოსმენის შემდეგ ისინი გადმოსცემენ თავიანთ შთაბეჭდილებას;
გ) ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ანალიზი. მოსწავლეები საგანგებოდ გააამახვილებენ ყურადღბას, რა ზოგადი და რა სუბიექტური სიმბოლოები გვხვდება ტექსტში.

მე-4 აქტივობაპრეზენტაცია (10წთ).
მოსწავლეები აყალიბებენ თავიანთ სუბიექტურ დამოკიდებულებას ლექსის მხატვრულობასთან დაკავშირებით. ავლებენ ლიტერატურულ პარალელებს





*************


გაკვეთილის თემა
გ.ტაბიძის „ მე და ღამე“
მოსწავლეთა რაოდენობა
6

გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ. XII. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
·მსჯელობს, სად გამოვლინდა ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის ფასეულობები და  ღირებულებები;
·კითხულობს სხვადასხვა ეპოქის, კულტურული კონტექსტისა და პრობლემების ამსახველ ტექსტებს და მსჯელობს მათ მსგავსება-განსხვავებაზე;



სასწავლო რესურსები
ქართული ენა დალიტერატურა, მე-12 კლასი.
გამომცემლობა ”დიოგენე” ნ. მუზაშვილი. გვ.

შეფასების საგანი/პროცედურები
მოსწავლეს შეუძლია შეადაროს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ტექსტებს შორის არსებული იდეური მსგავსება-განსხვავებები.
ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური მუშაობა; ჯგუფური მუშაობა;








გაკვეთილის მსვლელობა/დრო
1-ლი აქტივობა გონებრივი იერიში  -10 წთ
ა) დაფაზე ვწერ ფრაზას „სულიერი მარტოობის მიზეზები“და მოსწავლეებს ვთხოვ და მიუწერონ რა ასოციაციაც გაუჩნდათ.
ბ)  მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ სულიერი მარტოობის თემა ნ. ბარათაშვილთან.
მე-2 აქტივობა   ტექსტზე პრაქტიკული მუშაობა (ჯგუფური სამუშაო) (10 წთ)
1-ლი ჯგუფი წაიკითხავს და გააანალიზებს ლექსს „ მე და ღამე“
მე-2 ჯგუფი ანალოგიურ დავალებას შეასრულებს ლექსზე „სული ობოლი“;
მე-3 აქტივობა ტექსტების შედარება 10 წთ
თითოეული ჯგუფი მოკლედ წარმოადგენს ნაშრომს, ხოლო შემდეგ ვავებთ სქემას. გამოვკვეთ მსგავსებას ამ ორ ლექსს შორის.
მე-4  დისკუსია (15წთ).
მოსწავლეები ისაუბრებენ, რა საერთოა ნ. ბარათაშვილსა და გ. ტაბიძის ლექსებს შორის. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.
(ს/დ . ლექსების შედარებითი ანალიზი)





********************

გაკვეთილის თემა
სიმბოლიზმი, როგორც მოძღვრება ხელოვნებაში




გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ. XII. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
·         აანალიზებს და იკვლევს მსგავს ან ერთნაირ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში (მაგალითად, ცხოვრების საზრისის პრობლემას ქართულ და საზღვარგარეთულ ლიტერატურაში);
·         კითხულობს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და აანალიზებს მათში დასმულ მსგავს პრობლემატიკას;


სასწავლო რესურსები
ქართული ენა და ლიტერატურა, მე-12 კლასი.
გამომცემლობა ”დიოგენე” ნ. მუზაშვილი. გვ.174-183.
ფრანგი სიმბოლისტების ლექსები;

შეფასების საგანი/პროცედურები
მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს როგორ უკავშირდება კულტურული თუ ისტორიული ფასეულობები/ფაქტორები ტექსტში ასახულ პრობლემატიკას; გაავლოს პარალელები სხვადასხვა ნაწარმოებს შორის.
განმსაზღვრელი შეფასება.
ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური მუშაობა; მუშაობა მთელ კლასთან; წყვილებში მუშაობა.








გაკვეთილის მსვლელობა/დრო
1-ლი აქტივობა      მოსწავლეთა პროვოცირება  -გონებრივი იერიში. (წყვილებად)  -5 წთ
მოსწავლეებს ვურიგებ ბარათებს (სქემებს), რათა მათ გაიხსენონ რეალიზმისა და რომანტიზმის ძირითადი პრინციპები.

მე-2 აქტივობა  ლიტერატურული პარალელები/პრეზენტაცია    (10 წთ)
მოსწავლეები წაიკითხავენ ა. წერეთლისა და გ. ტაბიძის ლექსებს. ისაუბრებენ მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებებზე.
მე-3 აქტივობა  ტექსტზე პრაქტიკული მუშაობა /მარკირებული კითხვა (20 წთ)
მოსწავლეები კითხულობენ სახელმძრვანელოში წარმოდგენილ თეორიულ მასალას („საუბარი“) და წინასწარ გამზედებულ სქემაში ინიშნავენ სიმბოლიზმის მთავრ პრინციპებს; პარალელეურად ეცნობიან ფრანგული რომანტიზმის წარმომადგენელთა პოეტურ ნიმუშებს

მე-4 აქტივობა პრეზენტაცია (10 წთ)
 მოსწავლეები აყალიბებენ რა შეიტყვეს სიმბოლიზმის შესახებ, ადარებენ მის პრინციპებს რეალიზმისა და რომანტიზმის პრინციპებთან მსგავსება-განსხვავების დადგენის თვალსაზრისით.






*************

გაკვეთილის თემა
ქართველთა ფსიქოლოგიური პორტრეტი - ”აზნაურული ფსიქიკა”  (ფ. გოგიჩაიშვილი)
გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ. XII. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება.
  •         საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე.
  •  მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე;


სასწავლო რესურსები
ქართული ენა და ლიტერატურა, მე-12 კლასი. გამომცემლობა ”დიოგენე” ნ. მუზაშვილი. გვ.10-13.
შეფასების საგანი/პროცედურები
მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს როგორ უკავშირდება კულტურული თუ ისტორიული ფასეულობები/ფაქტორები ტექსტში ასახულ პრობლემატიკას; გაავლოს პარალელები სხვადასხვა ნაწარმოებს შორის.
განმსაზღვრელი შეფასება.
ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური მუშაობა; მუშაობა მთელ კლასთან
გაკვეთილის მსვლელობა/დრო
1-ლი აქტივობა      მოსწავლეთა პროვოცირება    (5წთ)
დაფაზე დავწერ რამდენიმე ფრაზას ფ. გოგიჩაიშვილის სტატიიდან. მათში ნათლადაა წარმოჩენილი ავტორის პოზიცია ქართველთა ხასიათთან დაკავშირებით.
მე-2 აქტივობა  გონებრივი იერიში/ ლიტერატურული პარალელები    (5 წთ)
მოსწავლეებს ვთხოვ მე-19  ს-ის ლიტერატურიდან გაიხსენონ ის ტექსტები/ ფრაგმენტები, რომლებშიც ნაჩვენებია ე.წ. ”ქართველთა ხასიათი” (”მგზავრის წერილები”; ”კაცია ადამიანი?!” . . .)
მე-3 აქტივობა  ტექსტზე პრაქტიკული მუშაობა (15 წთ)
მოსწავლეებს ვთხოვ კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი პ. გოგიჩაიშვილის სტატიას (რაც გასაცნობად საშინაო დავალებად ჰქონდათ მიცემული) ხოლო ამის შემდეგ გავუნაწილებ დავალებებს ინდივიდუალური მუშაობისათვის რუბრიკა ”ანალიტიკური კომენტარიდან” (1.ა.ბ.  /2.ა.ბ./  3.ა.ბ. /  4ა.ბ./
მე-4 აქტივობა პრეზენტაცია (15 წთ)
 მოსწავლეები აუდიტორიას გააცნობენ მათ მიერ შესრულებულ დავალებას. ისაუბრებენ ძირითად თეზისებსა და პარალელებზე. გამოქთვამენ თავიანთ დამოკიდებულებას კონკრეტულ მოსაზრებასთან დაკავშირებით.
მე-5 აქტივობა  შეჯამება/ მოსწავლეთა შეფასება (5 წთ ) პრეზენტციის დასრულების შემდეგ მოსწავლეები დასვამენ შეკითხვებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ამის შემდეგ შევაფასებ მოსწავლეებს

********




გაკვეთილის თემა
ვაჟა ფშაველა  ”ბახტრიონი”  წიწოლას მხატვრული სახე
გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ.XI.1.3 მოსწავლე წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი,ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
ქართ.XI.1.4 მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღველ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას.
ქართ.XI.9.3 მოსწავლე აანალიზებს პერსონაჟთა სახეებს, აჯგუფებს კონფლიქტთან მიმართებაში და განსაზღვრავს მათ როლს სიუჟეტის განვითარებაში.


სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო/პოემა ”ბახტრიონი”;
ფლიპჩარტები, სტიკერები;
კალმები/მარკერები.
რვეულები, დაფა, ცარცი. . .
შეფასების საგანი/პროცედურები
მოსწავლე ცხადად აყალიბებს სათქმელს/ თხრობის ლოგიკური თანმიმდევრობა.
ადეკვატურად განსაზღვრავს პერსონაჟის როლს.
განმავითარებელი /ჯგუფური და განმსაზღვრელი/ინდივიდუალური  შეფასება.
ორგანიზების ფორმები
მთელ კლასთან მუშაობა;
ჯგუფური მუშაობა.

გაკვეთილის მსვლელობა/დრო
აქტივობა 1 გონებრივი იერიში; ასოციაციური რუკის შედგენა  გაკვეთილის დაწყებისთანავე გავაკრავ ფლიპჩარტს წარწერით ”მოღალატე”. მოსწავლეებს დავურიგებ სტიკერებს, რომლებზეც უნდა დაწერეონ, რა/ვინ მიაჩნიათ ღალატად/მოღალატედ. თავიანთ პასუხებს დააწეპებენ ფლიპჩარტზე. იმისათვის რომ საკითხი არ განზოგადდეს (მეგობრის ღალატი, ცოლ-ქმრის ღალატი და ა. შ) მოსწავლეებს ვთხოვ, მოსწავლეებს ვთხოვ ამ შემთხვევაში სამშობლოს ღალატის თემით შემოიფარგლონ.    4წთ.
აქტივობა 2.  დისკუსია
მოსწავლეების მიერ გამოთქმული აზრების საფუძველზე, შევქმნით მოღალატის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, ვიმსჯელებთ ღალატის მიზეზებსა და განმაპირობებელ ფაქტორებზე.      10 წთ.
აქტივობა 3. ტექსტზე პრაქტიკული მუშაობა
კლასს დავყოფ 3 ჯგუფად.
1-ლი ჯგუფი  იმუშავებს პოემის მე-16 თავზე -წიწოლას მხატვრული სახე;
მე-2 ჯგუფი იმუშავებს პოემის მე-17 თავზე- წიწოლას დედა;
მე-3 ჯგუფი - მე-18 თავი - ბუნების დამოკიდებულება თვითმკვლელი მოღალატის მიმართ (შდრ., ”გველის მჭამელის” ფინალი).                                                                                            12 წთ.                              
აქტივობა 4  პრეზენტაცია
თითოეული გუნდის წარმომადგენელი / პრეზენტატორი გამართავს პრეზენტაციას (3წთ) . წარმოუდგენს აუდიტორიას ჯგუფის მიერ მომზადებულ მასალას სათანადო თვალსაჩინოებების დართვით- ფლიპჩარტზე დატანილი საკვანძო ფრაზები, ამონარიდები პოემიდან, დასკვნები                            9 წთ.
აქტივობა 5 კითხვა-პასუხი
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს დავუსვამ შეკითხვებს- რა საკითხი დარჩა ბუნდოვანი და კლასთან ერთად განვმარტავთ.
მოსწავლეებს მივცემ განმარტებას საშინაო დავალების შესასრულებლად -”წიწოლას ფსიქოლოგიური პორტრეტი”. ნაშრომში მოსწვლეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ პერსონაჟის როლზე მთელ ნაწარმოებში, მის იდეურ დანიშნულებაზე.



*******

გაკვეთილის თემა
გალაკტიონ ტაბიძე  ”ლურჯა ცხენები”
გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ.XI.1.1  მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე;
ქართ.XI.1.2 საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული მაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან...რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას.
ქართ.XI. 1.5 მოსწავლე საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით...
ქართ.XI. 7 აანალიზებს მხატვრული ნაწარმოების ენობრიც საშუალებებს ფუნქციონირების თვალსაზრისით.
სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო/გ.ტაბიძის ”ლურჯა ცხენები”
რვეული, კალამი, ფლიპჩარტები, მარკერები, დაფა, ცარცი...
შეფასების საგანი/პროცედურები
ა) მოსწავლე კონკრეტულ საკითხზე მსჯელობისას ადეკვატურად ასახელებს ციტატებს;
ბ) თეორიული საკითხის/ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება-მხატვრული ტექსტის გაანალიზება.
გ) ამოიცნობს ძირითად ენობრივ ფიგურებს, განსაზღვრავს მათ ფუნქციას.
ინდივიდუალური/განმსაზღვრელი;
ორგანიზების ფორმები
მთლ კლასითან მუშაობა;
წყვილებში მუშაობა.
გაკვეთილის მსვლელობა/დრო
აქტივობა1 გონებრივი იერიში
მოსწავლეებს დავუსვამ რამდენიმე შეკითხვას, რომელთა საშუალებით მშევახსენებ რა არის რომანტიზმი და რა არის მისი ძირითადი მახასიათებლები.                                                         5 წთ.
აქტივობა 2 მინი ლექცია
მოსწავლეებს მოკლედ შევახსენებ რა არის სიმბოლიზმი, სად და რატომ წარმოიშვა იგი, რა არის მისი ძირითადი მახასიათებლები.
                                                                                                       5 წთ.
აქტივობა 3 პარალელები
მოსწავლეებთან ერთად შევდგენთ ვენის დიაგრამას. ეს საშუალებას მოგვცემს შევადაროთ ერთმანეთს ზემოთ აღნიშნული ლიტერატურული მიმდინარეობები-რომანტიზმი და სიმბოლიზმი.                                                                         5 წთ.
აქტივობა  4 ტექსტზე პრაქტიკული მუშაობა
ა) მოსწავლეებს ავუხსნი, რომ ”ლურჯა ცხენები” განსაკუთრებული სტრუქტურის ლექსია, ამის ნათელსაყოფად, მათ ვაჩვენებ ფლიპჩარტზე წინასწარ გადაწერილ ტექსტს- ლექსის თითოეული სტროფის პირველი და მეორე ნახევრები  სხვადასხვა  ფერად იქნება დაწერილი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, ტექსტის განსაკუთრებულობა კარგად გაიგონ , კერძოდ, მისი წაკითხვის სხვადასხვაგვარი შესაძლებლობა.
ბ) ”ლურჯა ცხენები” როგორც სიმბოლისტური ლექსი . მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებად. მათ გავუნაწილებ ლექსის სხვადასხვა  სტროფებს, რათა იპოვონ მასში ის ენობრისვი საშუალებები, რომლითაც ავტორი ქმნის სიმბოლოებს.          20 წთ.
აქტივობა 5 ლიტერარატურული პარალელები
მოსწავლეები შეადარებენ ერთმანეთს ”ლურჯა ცხენებსა” და ”ნ. ბარათაშვილის  ”მერანს” როგორც სიმბოლიზმისა და რომანტიზმის ორ ნიმუშს. გამოიყენებენ შესაბამის კოგნიტურ სქემას.                                                                                                 8წთ.
აქტივობა 6.
კითხვა-პასუხით შევაჯამებთ გაკვეთილს. მოსწავლეებს დავალებად მივცემ მოიძიონ ინფორმაცია ”ინტეგრალური პოეზიის” შესახებ. განიხილონ ამ კონტექსტში ”ლურჯა ცხენები”.
                                                                                                       2 წთ.


 ****************
გაკვეთილის თემა
იმპრესიონიზმი
გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ.XI.2 მოსწავლე ისმენს და კრიტიკულად აფასებს საჯარო გამოსვლებს
ქართ.XI.7 აანალიზებს მხატვრული ნაწარმოებების ენობრივ საშუალებებს ფუნქციონირების თვალსაზრისით.

სასწავლო რესურსები
ფლიპჩარტი/მარკერები
იმპრესიონისტ მხატვართა რეპროდუქციები (მონე, ვან გოგი, მანე...)
დაფა/ცარცი;
ნ.ლორთქიფანიძის მინიატურები.
შეფასების საგანი/პროცედურები
მოსწავლეს შეუძლია მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დასკვნების გაკეთბა; ძირითადი ენბრივი საშუალებების ამოცნობა ტექსტში;
ინდივიდუალური და განმსაზღვრევლი შეფასება;
განმავითარებელი შეფასება.
ორგანიზების ფორმები
მთელ კლასთან მუშაობა;
წყვილებში მუშაობა.

გაკვეთილის მსვლელობა/დრო
აქტივობა 1 გონებრივი იერიში
დაფაზე დავწერ სიტყვას ”მოდერნიზმი” და მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ რა იციან ამ მიმდინარეობის შესახებ (მისი წარმოშობის ისტორია, ძირითადი მიმართულებები, მთავარი პრინციპები); 5წთ.
აქტივობა 2.  მინი ლექცია
მოსწავლეებს ვუჩვენებ კლოდ მონეს ნახატს Impression soleil levant (მზის ამოსვლა, შთაბეჭდილება) ავუხსნი, რომ სწორედ ეს ტილო იქცა იმპერესიონიზმის ჩამოყალიბების საფუძვლად. განვუმარტავ ტერმინს Impression. მოკლედ ჩამოვაყალიბებ იმპრესიონიზმის მთავარ პრინციპებს. საილუსტრაციოდ მოსწავლეებს ვუჩვენებ კლოდ მონეს ნახატების სერიას ”თივის ზვინი”. იმპრესიონიზმი გულისხმობს რა, სემოქმედის კონკრეტული შტაბეჭდილებების გადმოცემას მოსწავლეებს ვუჩვენებ სხვადასხვა იმპრესიონისტი მხატვრის ტილოს                                                                      15 წთ.
აქტივობა 3.  მინი დისკუსია
მოსმენილი ინფორმაციისა და ნანახი ნახატების საფუძველზე მოსწავლეები ისაუბრებენ თავიანთ შთაბეჭდილებებსა და დამოკიდებულებაზე აღნიშნულის მიმართ. ეს საშულაებას მომცემს დავაკვირდე, რამდენად სწორად გაიგეს მათ ამ მიმდინარეობის მთავარი პრონციპები.                               10 წთ.
აქტივობა 4 მინი ლექცია (იმპრესიონიზმი ლიტერატურაში)
მოსწავლეებს ვკითხავ, მხატვრული ნაწარმოების კითხვისას, როგორ ტექსტებს ანიჭებენ უპირატესობას- რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ამბავი თუ რომელიც საშუალებას ძლევს მათ ”შეავსონ ტექსტი” საკუთარი შეხედულებებისამებრ.  წავუკითხავ ამონარიდს ნიკო ლორთქიფანიძის წერილიდან, რომელშიც ის განმარტავს როგორ წარმოუდგენია პერსონაჟის/ამბის (მოვლენის) გადმოცემა. მიუთითებს რა, რომ მწერალმა მკითხველს ფანტაზიის საშუალება უნდა მისცეს.  5წთ.
აქტივობა 5 ტექსტზე მუშაობა
მოსწავლეებს გავურიგებ ნ. ლორთქიფანიძის მინიატურებს. ისინი იმუშავებენ წყვილებში და ტექსტებში მონიშნავენ იმ ადგილებს, სადაც ასკარად წარმოჩენილია იმპრესიონიზმის პრინციპები  6წთ.
აქტივობა 6
მოსწავლეები ისაუბრებენ წაკითხულის შესახებ, დასკვნის სახით ჩამოაყალიბებენ გაკვეთილზე მიღებულ და ტექსტების წაკითხვის შედეგად მიღებულ  ინფორმაციას.                                                 4წთ.


ს/დ   მოსწავლეები მიძებნიან ინფორმაციას ნიკო ლორთქიფანიძის შესახებ


 ****************
გაკვეთილის თემა
”ღამე მთაში” (ვაჟა ფშაველა)

გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ. XI.7-აანალიზებს მხ. ნაწარმოების ენობრივ საშუალებებს ფუნქციონირების თვალსაზრისით
ქართ. XI.7.1 -მსჯელობს მხ. ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ენობრივი ფიგურების ფუნქციის შესახებ
ქართ. XI.7.5 -ხსნის მწერლისეულ მეტაფორებს;
ქართ. XI.7.6- მსჯელობს მხ. ტექსტში ენობრივი და მხ. შინაარსის გადოცემის განსხვავებულ საშუალებებზე.
სასწავლო რესურსები
მე-11 კლასის სახელმძღვანელო;
ქართველი მწერლები სკოლაში-ვაჟა ფშაველა”
რვეულები, კალმები;
ცარცი, დაფა.
ორგანიზების ფორმები
მთელ კლასთან მუშაობა;
წყვილებში მუშაობა.
შეფასების საგანი
ა) მოსწავლე პოულობს ტექსტში მწერლის მიერ გამოყენებულ ენობრივ საშუალებებს;
ბ) მოსწავლე აანალიზებს ენობრივი საშუალებების ფუბქციას.
გაკვეთილის მსვლელობა/დრო
აქტივობა 1.  კითხვა-პასუხი.
ლექსის ენობრივიდა მხატვრული  მხარის გააზრებისათვის უმნიშვნელოვანესია მხ. ფორმების/ტროპის სახეების გაანალიზება. ამისათვის მოსწავლეებს შევახსენებ რა არის გაპიროვნება, რიტორიკული შეკითხვა, დიალექტიზმი...     5წთ.                                               
აქტივობა 2.  მარკირებული კითხვა
მოსწავლეები იმუშავენებ წყვილებად. დაამუშავებენ ტექსტს- გამოყოფენ ტროპის სახეებს, დიალექტიზმენს; დაახასიათებენ მონიშნულ მასალას. კერძოდ, რომელი ფორმა/ფორმები გვხვდება ყველე ხშირად და რა ეფექტის მიღწევა სცადა მწერალმა მათი საშუალებით.                                                                                 15წთ.
აქტივობა 3. პარალელების გავლება
მოსწავლეები დამოუკიდებლად წაიკითხავენ ლექსს ”პროვინციალური გაზაფხული”-კონტექსტის   მიხედვითა  და ლექსიკონის გამოყნებით შეეცდებიან ”ამოიცნონ” მწერლისეული მეტაფორები” და დაუკავსირონ ისინი წინა ლექსში განხილულ მეტაფორებს.                                                                                    15 წთ.
აქტივობა 4. პრეზენტაცია
მოსწავლეები წარმოადგენენ მათ მიერ გაანალიზებულ საკითხს. პრეზენტაციისას აქცენტი გაკეთდებაიმაზე, თუ რა პრინციპს ირჩევენ მწერლები ტროპის სახეების შერჩევისას, მიმართავენ თუ  არა ერთსა და იმავე საშუალებებს.                                                7 წთ.
აქტივობა 5. საშინაო დავალება
მოსწავლეები დაწერენ ესეს ”მხატვრული ხერხების მნიშვნელობა პოეზიაში”                                                                                           3წთ.




**********
გაკვეთილის თემა
გ. დოჩანაშვილი ”კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” I-V თთ.

გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ. XI.2 - მოსწავლე  ისმენს და კრიტიკულად აფასებს საჯარო გამოსვლებს.
ქართ. XI.2.1-ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს, თუ რამდენად დამაჯერებელია მათში გამოთქმული ჰიპოთეზები და ვარაუდები.
ქართ. XI.10- მოსწავლე წერს სხვადასხვა სახის ესეს.
ქართ. XI.10.1 წერს ესეს, რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს მოცემული თემის, პრობლემის შესახებ, გამოთქვამს ვარაუდს, ადარებს, ავლებს პარალელებს.

სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო;
რვეული, კალამი;
დაფა, ცარცი,
სტიკერები...

ორგანიზების ფორმები
მთელ კლასთან მუშაობა;
ინდივიდუალური მუშაობა.
შეფასების საგანი
ინდივიდუალური შეფასება;
განმსაზღვრელი მუშაობა.
გაკვეთილის მსვლელობა/დრო
აქტივობა 1.  გონებრივი იერიში;
დაფაზე დავწერ სიტყვებს ”მხატვრული ლიტერატურა”. მოსწავლეებს დავუსვამ შეკითხვას ”რა დანიშნულება აქვს მხ. ლიტერატურას; რა როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში იგი? (ასწავლის, ართობს . . )                                                                    3 წთ.
აქტივობა 2 გამოკითხვა
ა) მოსწავლეებს დავურიგებ სტიკერებს, რომლებზეც უნდა დაწერონ თუ რა პრინციპით ირჩევენ წასაკითხად მხატვრულ ნაწარმოებებს.
ბ) ყველაზე პოპულარული მეთოდის გამოვლენის შემდეგ, გამოვავლენთ ყველაზე პოპულარულ წიგნს/ნაწარმოებს. მოსწავლეები დაწერენ სტიკერებზე თითო ნაწარმოებს, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე საინტერესოა.                                        5 წთ.
აქტივობა3.  პრეზენტაცია
”ყველაზე პოპულარული წიგნი”. მოსწავლეები დაახარისხებენ სტიკერებს და იმსჯელებენ ”გამარჯვებული ” წიგნის/ნაწარმოების შესახებ.                                                                                     10 წთ.
აქტივობა 4. ესეზე მუშაობა
მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ესე” რა როლი აქვს ლიტერატურას ადამიანის ცხოვრებაში. პირველ ეტაპზე შევადგენთ გეგმას, ჩამოვაყალიბებთ თეზისებს, რომელთა საფუძველზე უნდა დაიწეროს ესე. მიცემული განმარტებების შემდეგ, მოსწავლეები საშინაო დავალების სახით შეასრულებენ მას.                           10 წთ.
აქტივობა 5. მარკირებული კითხვა
მოსწავლეები იმუშავებენ მოთხრობაზე. მათ წასაკითხად მივცემ წინასწარ მონიშნულ ეპიზოდებს I-V თავებიდან; ისინი მონიშნავენ საკვანძო ფრაზებს, სიტყვებს, რომლებიც არსებითია მოსწავლეებისათვის, რათა ადეკვატურად გაიგონ ტექსტი.    15წთ.
აქტივობა 6. მოსწავლეთა შეფასება                                               2 წთ





********

გაკვეთილის თემა
ვაჟა ფშაველა  ”ბახტრიონი”  -პერსონაჟები
გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ.XI.9/1;3;4;6;
·         განსაზღვრავს ნაწარმოების თემასა და იდეას;
·         აანალიზებს პერსონაჟთა სახეებს, აჯგუფებს კონფლიქტთან მიმართებაში, განსაზღვრავს მათ როლს სიუჟეტის განვითარებაში;
·         მსჯელობს ავტორის პოზიციისა და იმის შესახებ, თუ როგორ გამოიხატება ეს პოზიცია ნაწარმოებში.
·         აკავშირებს მხ. ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან;

სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო/პოემა ”ბახტრიონი”;
რვეულები/თაბახები;
კალმები/მარკერები.
შეფასების საგანი/პროცედურები
მოსწავლეს შეუძლია პერსონაჟების დაჯგუფება, მთავარი იდეის ამოცნობა;
ინდივიდუალური და განმსაზღვრელი შეფასება;
განმავითარებელი შეფასება.
ორგანიზების ფორმები
მთელ კლასთან მუშაობა;
ტრიადებში მუშაობა.

გაკვეთილის მსვლელობა/დრო
აქტივობა 1 კითხვა-პასუხი
მოსწავლეებს შევახსენებ რას გულისხმობს ნაწარმოების თემა, იდეა; პერსონაჟი (პერსონაჟთა კლასიფიკაცია- მთავარი და მეორეხარისხოვანი), როგორ განისაზღვრება პერსონაჟის როლი ნაწარმოებში. აღნიშნული განმარტებების შემდეგ ჩამოვაყალიბებთ „ბახტრიონის“ თემას, იდეას.                          15წთ.
აქტივობა 2. „ვინ არის მთავარი?“
მოსწავლეებს დავუსვამ კითხვას „ვინ შეიძლება მივიჩნიოთ „ბახტრიონის“ მთავარ პერსონაჟად? მოსწავლეების თვალსაზრისს ჩამოვწერთ , ხოლო შემდეგ კლასს დავყოფ ჯგუფებად (თითოეულ ჯგუფში გაერთიანდებიან ერთი და იმავე პოზიციის მქონე მოსწავლეები. მაგ; „ზეზვა“, „ლუხუმი“...) თითოეული ჯგუფი იმუშავებს ტექსტზე. ისინი დაასაბუთებენ თუ რატომ მიიჩნიეს ესა თუ ის კონკრეტული პერსონაჟი მთავარ გმირად? მოამზადებენ პრეზენტაციას.                                                      15წთ.
აქტივობა 3.  პრეზენტაცია
თითოეული ჯგუფი წარუდგენს აუდიტორიას ნაშრომს.     10 წთ.
აქტივობა 4 პრეზენტაციის შეჯამება
 პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ  დასკვნებს-რა როლს ასრულებენ ვაჟას პერსონაჟები იდეის წარმოჩენაში.







მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს



ბუნება მბრძანებელია


მგზავრის წერილები

ლუარსაბის პორტრეტი (მე-7 კლასი)

https://bit.ly/3B9Lc9I

 

ჩვენი ხევი

https://bit.ly/3oiqcuA







No comments:

Post a Comment

წიგნის კლუბის მეორე შეხვედრა

 2023 წლის 20 ოქტომბერს წიგნის კლუბში "ვკითხულობთ ქართულს" მეორე შეხვედრა გაიმართა.  თემა - ნ. დუმბაძის "ძაღლის" განხილვ...