Monday, October 23, 2023

წიგნის კლუბის მეორე შეხვედრა

 2023 წლის 20 ოქტომბერს წიგნის კლუბში "ვკითხულობთ ქართულს" მეორე შეხვედრა გაიმართა. 

თემა - ნ. დუმბაძის "ძაღლის" განხილვა

ძირითადი აქტივობა - დისკუსია (დისკუსია წარმართა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა მათე კილაძემ);

დისკუსიის ფარგლებში კლუბის წევრებმა ისაუბრეს მოთხრობაში დასმული პრობლემატიკის შესახებ, დაასახელეს მათთვის ყველაზე ემოციური ეპიზოდები და თავიანთი განცდები გაუზიარეს დანარჩენ წევრებს.

აღსანიშნავია, რომ ასაკის მიუხედავად, შესამჩნევი იყო ნაწარმოების დეკოდირების პრინციპიდან ერთ-ერთი კოდის -ფსიქოლოგიური კოდი - გამოკვეთა. კლუბის წევრებმა გაიხსენეს პირადი ისტორიები, რომლებიც ცხოველებთან, მათ შორის მიუსაფარ ცხოველებთანაც, აკავშირებდათ. 

კლუბის ერთ-ერთი წევრისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ფინალური ნაწილი, რადგან მოთხრობის ერთი ეპიზოდი - ბაბუას ავადმყოფობა და გარდაცვალება- პირად გამოცდილებასთან დააკავშირა.

შეხვედრის ბოლოს მათ მიეცათ რამდენიმე წერითი დავალება, რომელიც უნდა აარჩიონ სურვილისამებრ.

მომდევნო შეხვედრისთვის წასაკითხად შეირჩა ნ. დუმბაძის "ხაზარულა", ხოლო კლუბის წევრებმა უნდა ჩაატარონ მცირე კვლევა უფროსი თაობის წარმომადგენლებთან თემაზე - ცრურწმენდები და რიტუალები სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.




No comments:

Post a Comment

წიგნის კლუბის მეორე შეხვედრა

 2023 წლის 20 ოქტომბერს წიგნის კლუბში "ვკითხულობთ ქართულს" მეორე შეხვედრა გაიმართა.  თემა - ნ. დუმბაძის "ძაღლის" განხილვ...