Monday, October 20, 2014

ტესტური დავალებები (ძველი ქართული ლიტერატურა)

მე-10 კლასი - ძველი ქართული ლიტერატურა
საგამოცდო პროგრამა:

”შუშანიკის წამება”

1.    რომელ პერიოდს მოიცავს  ე.წ. ძველი ქართული მწერლობა?
ა) V-VIII;    ბ) V-XI;       გ)V-XVIII;     დ) V-XIX.
2.    რა ეწოდება სასულიერო პროზას?
ა) ლიტურგია;    ბ) ჰაგიოგრაფია;  გ) ჰიმნოგრაფია;     დ) ბასილიოგრაფია.
3.    რა ეწოდება სასულიერო პოეზიას?
ა) ლიტურგია;    ბ) ჰაგიოგრაფია;  გ) ჰიმნოგრაფია;     დ) ბასილიოგრაფია.
4.    ჩამოთვლილთაგან, რომელი არ მიეკუთვნება ე.წ. ”მარტჳლობებს”?
ა) ”შუშანიკის წამება”;  ბ) ”აბოს წამება”;   გ) ”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”
დ) ”ევსტათი მცხელთელის წამება”
5.    რომელი სასულიერო პირი არ არის ნახსენები ”შუშანიკის წამებაში”?
ა) ეპისკოპოსი აფოცი;  ბ)  ეპისკოპოსი სამოელი;    გ)  ეპისკოპოსი ეფრემი;  დ)  ეპისკოპოსი იოანე.
6.    რომელი რელიგია მიიღო ვარსქენ პიტიახშმა?
ა) მაზდეანობა;  ბ) მუსულმანობა;    გ) იუდაიზმი;   დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
7.    რა ეროვნების იყო დედოფალი შუშანიკი?
ა) ქართველი;   ბ) სომეხი;   გ) ბერძენი;    დ) ებრაელი.
8.    რომელი მეფის კარზე გამოცხადდა ვარსქენ პიტიახში?
ა) პეროზ I ;     ბ) პეროზ II ;    გ) არ არის ცნობილი;   დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
9.    ვინ იყო ვარდან მამიკონიანი?
ა) ქართლის ერისმთავარი;      ბ) სომეხი მღვდელმთავარი;    გ) სომხეთის მეფე;     დ) სომეხი მხედართმთავარი.
10.  ვის შესახებაა  ნათქვამი : ”უფალო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი”?
ა) შუშანიკის შვილების;    ბ) ჯოჯიკის ცოლ-შვილის;     გ) ქართლის ეპისკოპოსების;  
დ) ქართლის მოსახლეობის;
11.  რომელი მოციქულის სიტყვებს იმოწმებს შუშანიკი: ”არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ”?
ა) იაკობის;    ბ) პავლეს;    გ) პეტრეს;   დ) იოანეს.
12.  რა შეუთვალა ვარსქენმა შუშანიკს თავისი ძმის, რძლისა და სასახლის ეპისკოპოსის პირით, თუ სასახლეში არ დაბრუნდებოდა?
ა) სიკვდილით დასჯიდა;    ბ) აწამებდა;    გ) სპარსეთში გაგზავნიდა;   დ) თრევით წაიყვანდა.
13.  რა არის ევანგელჱ?
ა) საგალობელთა წიგნი;   ბ) სახარება;    გ) დავითნი;    დ) წმინდა მოწამეთა წიგნები.
14.  სად წავიდა ვარსქენი შუშანიკის პირველად წამების შემდეგ?
ა) საბრძოლველად;    ბ) სანადიმოდ;    გ) სანადიროდ;   დ) საასპარეზოდ.
15.  როგორია ვარსქენის დამოკიდებულება შუშანიკის მიმართ შემდეგი ფრაზის მიხედვით: ”აჰა ეგერა არა გერგო შენ ეკლესია შენი”?
ა) ფამილარული;    ბ) მოკრძალებული;   გ) ტრაგიკული;   დ) ირონიული.
16.  რა არის ”აღვსების ორშაბათი”?
ა) კვირის პირველი დღე;  ბ) აღდგომის მეორე დღე;   გ) ხარების მეორე დღე;     ) ამაღლების მეორე დღე
17.  რა სიტყვებით მიმართა ვარსქემნა შუშანიკს, როდესაც ციხის ხიდს მიაღწიეს?
ა) შენ ეგღა დაგრჩა ფეხით სავალიო;     ბ)გონს მოდი და სასახლეში დაბრუნდიო;
გ) მიდი და ილოცე, იქნებ ღმერთი მშველელად მოგევლინოსო;
დ) შვილების გამო სასახლეში დაბრუნდიო.
18.  რამდენი წელი გაატარა შუშანიკმა ციხეში?
ა) 4 წელზე მეტი;  ბ) 5 წელზე მეტი;   გ) 6 წელზე მეტი;   დ) 7 წელზე მეტი;
19.  როგორ შეაღწია იაკობ ხუცესმა შუშანიკთან ციხეში?
ა) მცველი მოისყიდა;   ბ) ბ) მცველი დააშინა;  ბ) ვარსქენის ნებართვა მიიღო;    დ) შეიპარა.
20.  რომელი ადგილი სურდა შუშანიკს საბოლოო განსასვენებლად?
ა) სასახლის ეზო;    ბ) მონასტერი;    გ) სადაც გარდაიცვალა;    დ) ადგილი, საიდანაც პირველად ძალით წამოიყვანა ვარსქენმა.

”აბოს წამება”

1.    რომელი ნაწარმოები დაიწერა 786-790 წლებში?
 ა) ”შუშანიკის წამება”;  ბ) ”აბოს წამება”;   გ) ”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”;        ) ”დავითიანი”
2.    სად მოინათლა აბო ქრისტიანად?
ა) ბაღდადში;  ბ) თბილისში;   გ) აფხაზეთში;  დ) ხაზარეთში.
3.    რომელ რელიგიურ დღესასწაულზე აწამეს აბო?
ა) ნათლიღებას;  ბ) შობას;  გ) აღდგომას;    დ) ხარებას.
4.    რას უწოდა აბომ ”მახვილითა პყრობილი რჯული”?
ა) ქრისტიანობას;  ბ) მუსულმანობას;   გ) მაზდეანობას;   დ) კერპთაყვანისმცემლობას.
5.    ვინ არის ”აბოს წამებისა” და ”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების”  საერთო პერსონაჟი?
ა) ნერსე ერისთავი;    ბ) ადარნესე კურაპალატი;     გ) ამირა საჰაკი;   დ) სამოელ კათალიკოსი.
6.    ვინ მოიხსენება ისმაიტელებად ტექსტში ”აბოს წამება”?
ა) სომხები;   ბ) არაბები;   გ) თურქები;    დ) ბერძნები.
7.    რომელი ჟანრი არ გვხვდება ”აბოს წამებაში?
ა) ჰაგიოგრაფია;  ბ) ჰიმნოგრაფია;  გ) ისტორიული თხრობა;   დ) ბასილიოგრაფია.
8.    რომელ ბიბლიურ პერსონაჟს ადარებს ავტორი აბოს?
ა) იობს;   ბ) აარონს;  გ) აბრაამს;  დ) მოსეს.
9.    რომელმა ამირამ გაათავისუფლა ნერსე ერისთავი ტყვეობიდან?
ა) მუმნი აბდილამ;  ბ) საჰაკმა;  დ) მაჰდიმ;  დ) არ არის ცნობილი.
10.  ვინ გაათავისუფლა აბო პირველი ტყვეობიდან?
ა) სტეფანოზ ერისთავმა;   ბ) ნერსე ერისთავმა;  გ) ადარნესე კურაპალატმა;  დ) გურგენ ერისთავმა.
11.  რა მიზნით გაყიდა აბომ თავისი ქონება საპყრობილეში ყოფნის დროს?
ა) სანთლების შესაძენად;   ბ) საკვების შესაძენად;  გ) ღარიბთა დასახმარებლად;   ) ეკლესიისათვის შესაწირად.
12.  რა მიზნით გაყიდა აბომ თავისი ტანსაცმელი საპყრობილეში ყოფნის დროს?
ა) სანთლების შესაძენად;   ბ) საკვების შესაძენად;  გ) ღარიბთა დასახმარებლად;    ) ეკლესიისათვის შესაწირად.
13.  ვინ მიიღო გადაწყვეტილება - დაეწვათ აბოს ცხედარი?
ა) მოღალატე ქართველებმა;   ბ) არაბების ამირამ;   გ) თბილისში მცხოვრებმა არაბებმა; 
) ქართლის ერისთავმა.
14.  რას გულისხმობს ტერმინი აფხაზეთი?
ა) დასავლეთ საქართველოს;    ბ) არაბებისგან თავისუფალ საქართველოს;    გ) სამეგრელო-აფხაზეთის სამთავროს;   დ) აღმოსავლეთ საქართველოს.
15.  სად გადახიზნა ნერსე ერისთავმა ცოლ-შვილი?
ა) ხაზარეთში;  ბ) აფხაზეთში;   გ) ბაღდადში;    დ) ქართლში მდებარე ერთ-ერთ სასახლეში.

16.  რომელი ფსალმუნი წაიკითხა აბომ სიკვდილის დღეს?
ა) 41-ე;  ბ) 81-ე;   გ) 91-ე;   დ) 118-ე.
17.  იოანე საბანისძის სიტყვებით, რამდენი წელია, რაც ქართველები ქრისტიანები არიან?
ა) 300;   ბ) 400;   გ) 500;     დ) 700.
18.  განმარტეთ ციტატა: ” სულნელებასა ნელსაცხებელსა შენთასა ვრბიოდი”
ა) შენი ნელსაცხებლის სურნელებას გავურბოდი;
ბ) შენი ნელსაცხებლის სურნელება მათრობდა;
გ) შენი ნელსაცხებლის სურნელებისკენ მივილტვოდი;
დ) ჩემი ნელსაცხებლით შენკენ მოვრბოდი.
19.  რომელ ადგილას დაწვეს აბოს ცხედარი?
ა) ამირას სასახლის ეზოში;    ბ) ქალაქის მოედანზე;    გ) მტკვრის პირას;     დ) ეკლესიის ეზოში.
20.  რატომ ვერ ბედავს იოანე საბანისძე აბოს ქებას?
ა) არაბების ეშინია;       ბ) მის ძალებს აღემატება აბოს სათანადოდ შესხმა;
გ) ქართლის კათალიკოსის რიდი აქვს;
დ) იმედოვნებდა, რომ სხვა უფრო ღირსეულად აღწერდა აბოს ღვაწლს.



”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”

1.    ვინ არის ”ზეცისა კაცი და ქუყანისა ანგელოზი”?
ა) გრიგოლ ხანძთელი;    ბ) აბო თბილელი;   გ) ზენონ სამცხელი;  დ) აშოტ კურაპალატი.
2.    რომელი მონასტერი არ აუშენებიათ გრიგოლ ხანძთელსა და მისი ძმობის წევრებს?
ა) შატბერდი;   ბ) უბჱ;  გ) იშხანი;   დ) ნეძჳ.
3.    სად იზრდებოდა გრიგოლ ხანძთელი?
ა) ნერსე ერისთავის კარზე;    ბ) მამის სახლში;    გ) მონასტერში;     დ) ადარნესე კურაპალატის სასახლში.
4.    რატომ გადაწყვიტა გრიგოლ ხანძთელმა ქართლიდან გაპარვა?
ა) მღვდლად კურთხევა დაუპირეს;    ბ) ქრისტიანობის გავრცელება უნდოდა;  გ) ეპისკოპოსად კურთხევა დაუპირეს;      დ) ხილვა ჰქონდა.
5.    ჩამოთვლილთაგან, რომელი იყო გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი?
ა) ქრისტეფორე;  ბ) თევდორე;  გ) ეპიფანე;     დ) საბა;
6.    სად მივიდნენ გრიგოლი და მისი ძმობის წევრები ქართლიდან გაპარვის შემდეგ?
ა) ხანძთაში;   ბ) იშხანში;   გ) ოპიზაში;   დ) მერეში.
7.    რა ერქვა ხანძთაში დაყუდებულ ბერს?
ა) ამბა გიორგი;  ბ) ხუედიოსი;    გ) მატოჲ;    დ) ილარიონი.
8.    როგორ მიაგნო გრიგოლ ხანძთელმა ხანძთას?
ა) ამბა გიორგი  დაეხმარა;    ბ) ხილვა ჰქონდა;   გ) შემთხვევით მიაგნო;    დ) ბერებმა მიასწავლეს;
9.    ვინ გაუწია მატერიალური დახმარება გრიგოლს და მისი ძმობის წევრებს ხანძთის მშენებლობისას?
ა) აშოტ კურაპალატმა;  ბ) აშოტის შვილებმა;    გ) გაბრიელ აზნაურმა;      დ) ნერსე ერისთავმა.
10.  ვისი სახელობის იყო ხანძთის ეკლესია?
) წმ. გიორგის;  ბ) წმ. ნინოს;   გ) ღვთისმშობლის;   დ) მაცხოვრის;
11.  ვისი სახელობის იყო შატბერდის ეკლესია?
ა) წმ. გიორგის;  ბ) წმ. ნინოს;   გ) ღვთისმშობლის;   დ) მაცხოვრის;
12.  გრიგოლ ხანძთელის სიტყვებით, ვისი შთამომავლები არიან ქართველი ბაგრატიონები?
ა) აბრაამის;  ბ) მოსეს;  გ) დავით წინასწარმეტყველის;  დ) სოლომონ ბრძენის.
13.    როდის ამბობს გიორგი მერჩულე: ,,ჴორციელად ძლიერსა ჴელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლეს“?
ა)  საეკლესიო კრების გადაწყვეტილების გამო;       ბ)  ფებრონიას მიერ აშოტის ძლევის გამო;    
)  ცქირის სიკვდილის გამო;                                       დ) ადარნესეს ბერად შედგომის გამო.


14.  რომელი ეპიზოდი არ მიიჩენევა ე.წ. ”საერო ეპიზოდად”?
ა) ზენონ სამცხელის დის ეპიზოდი;    ბ) აშოტ კურაპალატისა და სიძვის დიაცის ეპიზოდი;  
გ) ცქირის ეპიზოდი;                               დ) ადარნესე კურაპალატის გამიჯნურების ეპიზოდი.
15.  რა ნაკლი ჰქონდა ხანძთის ტერიტორიას?
ა) საერო პირთაგან მიუვალი იყო;    ბ) მკაცრი კლიმატური პირობები იყო;    გ) უწყლო ადგილი იყო;
დ) ნოყიერი ნიადაგი არ იყო;
16.  სად იმოგზაურა გრიგოლ ხანძთელმა?
) იერუსალიმში;    ბ) საბერძნეთში;   გ) ათონის მთაზე;    დ) სინას მთაზე;
17.  ვის ადარებს გიორგი მერჩულე ძმობის წევრებს?
ა) დავით წინასწარმეტყველს;     ბ) დანიელ წინასწარმეტყველს;    გ) მეთერთმეტე ჟამის მუშაკებს;
დ) მოციქულებს.
18.  ვინ დაიკავა აშოტ კურაპალატის ადგილი მისი გარდაცვალების შემდეგ?
ა) ადარნესემ;    ბ) გუარამმა;   გ) ბაგრატმა;    დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი
19.  რა იყო ”საწელიწადო იადგარი”?
ა) საგალობლების კრებული;    ბ) ლოცვების კრებული;    გ) ღვთისმსახურების წესების კრებული;   
დ)  არც ერთი პასუხი არ არის სწორი
20.  გრიგოლის რომელი მოწაფეები გაიპარნენ ხანძთიდან?
ა) თევდორე და ქრისტეფორე;     ბ) ზენონი და საბა;    გ) ეპიფანე და მატოჲ;    დ) არსენი და ეფრემი.
21.  გრიგოლის რომელმა მოწაფეებმა აღზარდეს არსენი და ეფრემი?
ა) ზენონმა და ეპიფანემ;            ბ) თევდორემ და საბამ;          გ) ქრისტეფორემ და საბამ;  
დ) ქრისტეფორემ და თევდორემ.
22.  ვის სახელს უკავშირდება ქართლში მირონის კურთხევის დამკვიდრება?
ა) არსენის;  ბ) საბას;  გ) ზენონს;  დ) ეფრემის.
23.  გრიგოლის რომელმა მოწაფემ განაახლა იშხნის მონასტერი?
ა) ზენონმა;   ბ) საბამ;   გ) ქრისტეფორემ;   დ) თევდორემ.
24.  როგორ მოექცა გრიგოლი მამა  ეპიფანეს, რათა სხვა ბერებისთვის ეჩვენებინა, რას ნიშნავს ჭეშმარიტი მორჩილება?
ა) კვერთხი ჩაარტყა;  ბ) ეკლესიიდან მოკვეთა;   გ) ლოცვა აუკრძალა;   დ) სენაკში აღარ უშვებდა.
25.  სად გარდაიცვალა გრიგოლ ხანძთელი?
ა) ხანძთაში;  ბ) შატბერდში;  გ) იშხანში;    დ) ოპიზაში.
26.  ტროპული მეტყველების რომელი სახეა ”იფქლი” ფრაზაში: ”შორის იფქლთა მათ წმიდათა იპოვა ერთი ვინმე, ვითარცა ღუარძლი აღმოცენებული”?
ა) მეტაფორა;  ბ) გაპიროვნება;   გ) ეპითეტი;   დ) შედარება.
27.  რამდენი წელი იცოცხლა გრიგოლ ხანძთელმა?
ა) ასი;  ბ) ას ერთი;  გ) ას ორი;  გ) ას სამი.
28.  რომელ წელს დაიწერა ”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”?
ა) 870წ;   ბ) 861წ;    გ) 951წ;  დ) 950წ.
29.  ვისი ხელშეწყობით დაიწერა  ”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”?
ა) ეფრემ ეპისკოპოსის;    ბ) არსენ კათალიკოსის;   გ) შატბერდელი ბერების;
დ) ხანძთის მაშინდელი წინამძღვრისა და მისი ძმის იოანეს.
30.  სად აღმოაჩინეს ”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ერთადერთი ხელნაწერი?
ა) სინას მთაზე;   ბა) ჯვრის მონასტერში; მ   გ) ათონში;   დ) პეტრიწონის მონასტერში.



”ვეფხისტყაოსანი”
21.  ვის ეძღვნება ”ვეფხისტყაოსანი”?
ა) თამარ მეფესა და დავით სოსლანს;  ბ) თამარ მეფესა და ლაშა-გიორგის;
გ) კონკრეტულად არავის;            დ) თამარ მეფესა და გიორგი მე-3-ს;
22.    ვინ აჩუქა ტარიელს ცხენი?
ავთანდილმა;   ფარსადან მეფემ;   ფრიდონმა;  d) რამაზ მეფემ.
23. ვის სახელზე დატოვა ავთანდილმა ანდერძი?
ა) ყმების;  შერმადინის;  როსტევანის;  )თინათინის
24. რომელ სამეფოს განაგებს ნურადინ ფრიდონი?
ა) ზღვათ სამეფოს;     ქაჯეთის სამეფოს;  )მულღაზანზარს;   დ) ხატაეთის სამეფოს.               
25.  სადაური სიტყვაა ”მიჯნური”?
ა) ბერძნული;     ბ) სპარსული)  g) არაბული;    დ) ქართული
26. რამდენი ოცმარცვლიანი სტროფი გვხვდება ”ვეფხისტყაოსანში”?
ა) 1;   ბ)3;   გ)4;   დ) არც ერთი.
27. რამდენ სამეფოს განაგებდა მეფე სარიდანი ინდოეთის გაერთიანებამდე?
ა) 1;  ბ) 6;  გ) 7   დ) 10.
28.  რამდენმარცვლიანი შაირითაა დაწერილი  ”ვეფხისტყაოსანი”?
)14;  ) 16;  ) 18;  ) 20.
29. რამდენ ხანში უნდა მოეძებნა ავთანდილს უცხო მოყმე?
ა) ორ თვეში;      ბ) ერთ წელში;  გ) სამ წელშიდ) დრო არ იყო განსაზღვრული.
30. რომელი ნაწარმოების პერსონაჟები არ არიან ნახსენები პოემაში?
ა) ”ვისრამიანის”;  ბ) ”ამირანდარეჯანიანის”  ) ”აბდულმესიანის”  დ) ”გილგამეშიანის”;
31.  ვინ ზრდიდა ნესტან-დარეჯანს”
ა) ასმათი;  ბ) ფატმანი ;  გ) დავარი;  დ) დედოფალი.
32. ვისი გეგმის თანახმად აიღეს ქაჯეთის ციხე?
ა) ავთანდილის;    ბ) ტარიელის;   გ) ფრიდონის;    დ) შერმადინის;
33. ტარიელის გარდა, ვინ ამსგავსებს ნესტანს ვეფხვს?
    ა)ავთანდილი;   ბ) ასმათი;   გ) ფატმანი;    დ) ფრიდონი.
34. ჩამოთვლილთაგან რომელ სტიქონშია ალიტერაცია?
ა) გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა, ტკბილად მოუბარი;
ბ) მზე აღრ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად;
      გ) ვარდი გააპის, გამოჩნდა მუნ ბროლი გამომჭვირვალი;
      დ)გაჩუმდა. ცრემლი მოჰკვეთა შავმან გიშრისმან დანამან.
35.  რომელ სტრიქონში ჩანს ფსევდო დიონისე არეოპაგელის მოძღვრების  გავლენა?
ა)”ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია”;
ბ) ”ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა”;
გ)” რაცა არ გწადდეს იგი ჰქმენ, ნუ სდევ თავისა ნებასა”;
დ)”რა მისჭირდეს მაშინ უნდა გონებანი გონიერსა”
36.  რომელ სტრიქონში ჩანს მუსულმანური ცხოვრების წესი?
ა) ”მაჰმადის რჯულის მჭირანვი, აროდეს გვისვმან მაჭარი”;
ბ) ”არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა”;
გ)”ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ”;
დ) ”იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგჯერ ცხადსა”.
37.  ჩამოთვლილთაგან, რომელი არ ეკუთვნის ვაჭართა კლასს?
ა) დავარი;  ბ) ფატმანი;   გ) უსამი;    დ) უსენი.
38.  ვის უსახსოვრა ტარიელმა დევების გამოქვაბულში ნაპოვნი სიმდიდრე?
ა) ფატმანს;   ბ) ასმათს;  გ) ავთანდილს;   დ) ფრიდონს.
39.  რომელი დღსასწაულია ნავროზობა?
ა) აღდგომა;   ბ) ახალი წელი;   გ) შობა;    დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
40.  ვის უწოდებს ნესტანი დედაზე უმჯობესს?
ა) დავარს;  ბ) ასმათს;    გ) ფატმანს;    დ) დულარდუხტს.
41.  მცველების რომელი თვისებით ისარგებლა ნესტანმა მელიქ-სურხავის სასახლიდან გამოსაპარად?
ა) სიხარბე;   ბ) შიში;     გ) ორპირობა;    დ) ერთგულება.
42.  ra ar uTxovia nestans tarielisTvis?
a)   xataelebTan Sebma;  b) ride;  g) qajebisagan gaTavisufleba;  d) sasiZos mokvla;

43.           რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენკაცთამოგვცა ქვეყანაგვაქვს უთვალავიფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა
უპასუხეთ შეკითხვებს მოცემული სტროფის მიხედვით:
ა) ამოიწერეთ სიტყვა, რომელიც აღნიშნავს უფალს

ბ) როგორი ქვეყანა უბოძა უფალმა ადამიანებს?

გ) განმარტეთ ”ქვეყანა”

დ) ვინ/რა არის ღვთისმიერი სახის მქონე?

44.           ყმამან უთხრა: "მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:
 რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად.
 მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.
 და კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
უპასუხეთ შეკითხვებს მოცემული სტროფის მიხედვით:
ა) ამოიწერეთთ ”მართალის” საპირისპირო სიტყვა

ბ) რა არის ”მიჯნურთა წესი”?(უპასუხეთ მე-2 ტაეპის მიხედვით)

გ) რომელი სიტყვაა გამოყენებული ”შუბის” სინონიმად?

დ) გადმოეცით თქვენი სიტყვებით  მე-4 სტრიქონია აზრი.

45.          ეტყოდა: "სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი,
უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი,
 მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ ბაკმიანი?
 და სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი
უპასუხეთ შეკითხვებს მოცემული სტროფის მიხედვით:
ა) ვინ არის ”უფერო-ქმნილნი... ვარდნი და ისი იანი”?

ბ) ამოიწერეთ ორი ეპითეტი, რომლებითაც ავთანდილი ტარიელს ახასიათებს

გ) რას სთხოვს ავთანდილი ასმათს?

დ) მოცემული სტროფის რომელი სიტყვებითაა შთაგონებული ი.ჭავჭავაძის ერთ-ერთი მოთხრობის სათაური?
46.           ესე ამბავი სპარსულიქართულად ნათარგმანები,
 ვით მარგალიტი ობოლიხელით-ხელ საგოგმანები,
 ვპოვე და ლექსად გარდავთქვისაქმე ვქმენ საჭოჭმანები,
 ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.
უპასუხეთ შეკითხვებს მოცემული სტროფის მიხედვით:
ა) რას ადარებს პოეტი ”ვეფხისტყაოსნის” ამბავს?

ბ) ამოიწერეთ მარგალიტის ეპითეტები

გ) ამოიწერეთ ტაეპი, რომლიტაც პოემის უბადლობაა ხაზგასმული

დ) განმარტეთ ”ობოლი” მოცემულ კონტექსტში

47.           მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,
 თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა,
 იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა,
 და დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.
უპასუხეთ შეკითხვებს მოცემული სტროფის მიხედვით:
ა) რას ნიშნავს ”უგემური” და ”მქისი” ქვეყანა?

ბ) ამოიწერეთ ”ადამიანის” აღმნიშვნელი ორსიტყვიანი გამოთქმა

გ) რომელი ნაწარმოების პერსონაჟები არიან ნახსენები მოცემულ სტროფში?

დ) ამოიწერეთ სტრიქონი, რომელიც ამტკიცებს, რომ ავთანდილი მუდამ თინათინზე ფიქრობდა.

48.           ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,
 მოპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,
 მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა ვითა, ვირთაო, -
 დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?
უპასუხეთ შეკითხვებს მოცემული სტროფის მიხედვით:
ა) გაიხსენეთ, ვის გაუჩნდა სასიძოს მოკვლის იდეა?

ბ) ამოიწერეთ სტრიქონი, რომელშიც მოცემულია შედარება.

გ) რას უწოდებს ნესტან-დარეჯანი ტარიელს?

დ) გადმოეცით მე-4 სტრიქონის აზრი

49.           ჰეღმერთო ერთოშენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
 შენ დამიფარეძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
 მომეც მიჯნურთა სურვილისიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქებამუნ თანა წასატანისა.
უპასუხეთ შეკითხვებს მოცემული სტროფის მიხედვით:
ა) თქვენი სიტყვებით გადმოეცით 1-ლი ტაეპის აზრი

ბ) ჩამოთვალეთ, რას შესთხოვს პოეტი უფალს?

გ) რას ნიშნავს ”მუნ” მოცემულ კონტექსტში?

დ) ამოიწერეთ ფრაზა, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსთაველი მონოთეისტთი იყო.

50.           რას მაქმნევდით, რად გინდოდი, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით?
 თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვჰბანდით.
 რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით,
 და აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.
უპასუხეთ შეკითხვებს მოცემული სტროფის მიხედვით:
ა) რა უსაყვედურა ავთანდილს ტარიელმა?

ბ) ვინ იგულისხმება სიტყვაში ”ჩვენ”?

გ) ამოიწერეთ სიტყვა, რომლის მნიშვნელობაა ”გათამამდით?

დ) შეტოქებული ორი მხარე რით არ ჰგავდა ერთმანეთს?
51.           ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;
 მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;
თქვის: "ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,
 და მოვჰშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!"
უპასუხეთ შეკითხვებს მოცემული სტროფის მიხედვით:
ა) რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული პირველ ტაეპში?

ბ) რისი სურვილი უჩნდებოდა მიმავალ ავთანდილს?

გ) ამოიწერეთ ტაეპი, რომელიც არღვევს მაჯამურ რითმას.

დ) რომელი მუსიკალური საკრავებია ნახსენები მე-4 ტაეპში?

52.           თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
 ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, -
მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან.
უპასუხეთ შეკითხვებს მოცემული სტროფის მიხედვით:
ა) ამოიწერეთ საწუთროს ეპითეტი;

ბ) რას ნიშნავს ”რარიბი” მოცემულ კონტექსტში?

გ) რისის იმედი აქვს ავთანდილს? (უპასუხეთ მეოთხე სტრიქონის მიხედვით)

დ) დაასახელეთ, რომელ ლექსი ემსგავსება თავისი იდეით მოცემულ სტროფს?

53.    არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა;
 არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
 წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
უპასუხეთ შეკითხვებს მოცემული სტროფის მიხედვით:
ა) რა არის მეორე სტრიქონის მთავარი სათქმელი?

ბ) მოცემული სტროფის თანახმად, რა არის ვაჟკაცის მოვალეობა?

გ) მეოთხე სტრიქონიდან ამოწერეთ ”ადამიანის” სინონიმი

დ) რატომ არ უნდა იდარდოს ადამიანმა?

54.    რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა;
აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა,
 სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!
უპასუხეთ შეკითხვებს მოცემული სტროფის მიხედვით:
ა) რომელი ”მცნების” შეცვლის გამო ითხოს ავთანდილი პატიებას?

ბ) რატომ არის ავთანდილი ”ტყვე-ქმნილი”?

გ) განმარტეთ ”სახმილი”

დ) ვინ არის ავთანდილის ამ სიტყვების ადრესატი?

1.      რომელი მწერალია დასაფლავებული მოსკოვში?
ა) სულხან-საბა ორბელიანი;    ბ) დ. გურამიშვილი    გ) გრ. ორბელიანი;   დ) ნ.ბარათაშვილი.
2.    რომელი მწერალი შეხვდა ლუდოვიკო მე-14-ს?
ა) ალ. ჭავჭავაძე;    ბ) დ. გურამიშვილი;      გ) სულხან-საბა ორბელიანი   დ) გრ. ჴრბელიანი
3.        “მისცა მეფესა ძე ესეთი, რომე სინათლითა მზე მოშურნეობდა, ათხუთმეტისა დღისა მთვარე ნათელსა მისგან ითხოვდა. . . “
 რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული მოცემულ ფრაგმენტში?
ა) ეპითეტი;   ბ) შედარება;   გ) ჰიპერბოლა;   დ) მეტაფორა.
4. რომელი ცხოველების თვისებები უსურვა სედრაქმა ჯუმბერს?
ა) ცხვარი, ძაღლი, ლომი;                   გ) სახედარი, თხა, ჭიანჭველა;
ბ) ძაღლი, ჭიანჭველა, სახედარი;            დ) სახედარი, მელა, ლომი.
5. სად ნახა პირველად მეფე ფინეზმა ლეონი?
ა) ნადირობისას;   ბ) სიზმარში;   გ) სასახლეში;    დ) ნადიმზე.
6. მეფის რომელ მსახურს წამოჰყვა სასახლეში ჯუმბერი?
ა) ვეზირს;   ბ) მოლარეს;   გ) ხელარგნოსანს;    დ) მესტუმრეთუხუცესს.
7. რა მიართვა ჯუმბერმა მეფეს ისეთი, რითაც შეახსენა, რომ მეფეც მოკვდავია?
ა) ქვა;  ბ) მიწა;   გ) ოქრო;  დ) სანთელი.
8. სად შეინახა ლეონმა “ფიცის წიგნი”?
ა) დამარხა;  ბ) ქუდზე დაიმაგრა;   გ) ჯიბეში;   დ) ვეზირს ჩააბარა.
9. რა სიკეთე გაუკეთა რუქამ ლეონს?
ა) განძი აპოვნინა;  ბ) ჯუმბერის აღმზრდელად დაანიშვნინა;  გ) მეფის რისხვისგან დაიცვა;   დ) სასახლე აუშენა.
10. “ცოდვისა უამესი პირველად არა არს რა, ბოლოს სამსალად იქცევის”.
რა არის სამსალა?
ა) ბოროტება;   ბ) საწამლავი;   გ) ჯადო;   დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
11. რომელ პროფესიას შეადარა ლეონმა მეფობა?
ა) ოსტატობას.  ბ) მასწავლებლობას;   გ) მხატვრობას;  დ) მწყემსობას.
12. სად ზრდიდა ლეონი ჯუმბერს?
ა) ფინეზის სასახლეში;  ბ) ცალკე აგებულ კოშკში;  გ) სედრაქის სახლში.  დ) უცხო ქალაქში.
13. რას ურჩევს “სწავლაზე ურჩი” შვილების მშობლებს დ. გურამიშვილი?
ა) მიუშვან შვილები თავიანთ ნებაზე;   
ბ) “ტკბილი სიტყვით” დააჯერონ სწავლის აუცილებლობაში;  
გ) ფიზიკურ დასჯასაც არ მოერიდონ;   
დ) პრაქტიკული მაგალითით დაარწმუნონ სწავლის უპირატესობაში.
14. რომელ ცხოველს უპირისპირებს დ. გურამიშვილი უსწავლელ ადამიანს?
ა) გაუწვრთნელ ძაღლს;  ბ) გაუწვრთნელ ცხენს;   გ) ვირს;   დ) ჯორს.
15. როდის “გაწბილდება” უსწავლელი კაცი?
ა) სიკვდილის წინ;   ბ) სიბერეში;    გ) სწავლულთან შეხვედრისას;   დ) ახალგაზრდობაში.
16.  რომელი პროფესიის ადამიანზე წერს დ. გურამიშვილი: “მზის აღმოსვლითგან ჩასვლამდის შიგ არ შეხედონ კარავთა”
ა) ხუცესი;   ბ) ვაჭარი;   გ) მეომარი;   დ) მიწის მუშა.
17.  რომელ პროფესიას არ ასახელებს დ. გურამიშვილი “სწავლა მოსწავლეთაში”?
ა) ოსტატი;  ბ) ბრძენი;   გ) მიჯნური;  დ) პოეტი.
18. დ. გურამიშვილი წერს: “ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად რას უძღვნის ხელფასადაო”?
რა იგულისხმება ხაზგასმულ სიტყვებში?
ა) ადამიანის შექმნა;   ბ) ადამიანის გარდაცვალება;   გ) ხელოსნობა;  დ)  არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
19.  რომელ რელიგიურ სახე-სიმბოლოს არ იყენებს დ.გურამიშვილი ღმერთის აღსანიშნად?
ა) საყვარელი;  ბ) მზეთა მზე;  გ) ცხოვრების წყარო;  დ) შემოქმედი.
20. სახარებისეული რომელი ფაქტი არ არის დასახელებული “ მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთში”?
ა) პურის და თევზის გამრავლება;   ბ) ბარაბაზე გაცვლა;
გ) კანას სასწაული;                დ) იერუსალიმში შესვლა.
21. “მოგკლეს უბრალო, ბრალითა ქვეყანა შეარყიესო,
   მზე დააბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.”
რისი თქმა სურს ამ სიტყვებით ავტორს?
ა) ღმერთმა ადამიანებს სტიქიური უბედურებები დაატეხა თავს;
ბ) ადამიანებმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს უფლის წინაშე;
გ) ადამიანებმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს ერთმანეთის წინაშე;
დ) ადამიანები მოტყუვდნენ.
22. გაიხსენეთ “ მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი”. ქრისტეს რომელ თვისებაზე არ ამახვილებს ყურადღებას ავტორი?
ა) მოთმინება;   ბ) სულგრძელობა;  გ) მიმტევებლობა;   დ) ანგარება.
23. დ. გურამიშვილი წერს: “ორთა მათ ჩემთა უფალთა ერთად უხსენე გვარია”
ვინ იგულისხმება “ორ უფალში’
ა) იესო ქრისტე და დავით წინასწარმეტყველი;        ბ) იესო ქრისტე და მამა ღმერთი;
გ) იესო ქრისტე და ვახტანგ მე-6                                    დ) დავით წინასწარმეტყველი და ვახტანგ მე-6.
24. “ქართლის ჭირში” ვკითხულობთ: “აღმოსავლეთ მტერი აღძრა, მოუწოდა კვლავ სამხრეთსა’. 
ვინ არის აღმოსავლეთ და სამხრეთ მტერი?
ა) ირანი, არაბეთი;   ბ) ოსმალეთი, არაბეთი;    გ) ირანი, ოსმალეთი;   დ) მონღოლეთი, თურქეთი.
25. რას შეადარა დ. გურამიშვილმა ქართლ-კახეთის დაპირისპირება?
ა) მამლებისჩხუბს;   ბ) ძაღლების ჩხუბს;    გ) მგლების ჩხუბს;  დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
26. სად დაატყვევეს ლეკებმა დ. გურამიშვილი და სად წაიყვანეს?
ა) გორისუბანი-ლამისყანა;            გ) ლამისყანა-ოსოქოლო;
ბ) ლამისყანა-რუსეთი                 დ) გორისუბანი-დაღესტანი.
27. რომელი ფათერაკი არ დამართნია ტყვობიდან გაპარულ გურამიშვილს?
ა) ჭექა-ქუხილსი მოჰყვა;                ბ) საჭმელი წაართვა წყალმა;
გ) ნადირთა ხროვა დაესხა;             დ) მწერები დაესია.
28. როგორ მიხვდა ტყვეობიდან გაპარული  დ. გურამიშვილი, რომ რუსებთან მოხვდა?
ა) მათ ჯვრები ეკიდა;               ბ) ტანსაცმლით;
გ) რუსული ლაპარაკი გაიგონა;      დ) რუსული სახელები ჰქვიოდათ;
29. “ვაი, რა ბოძი წაიქცა, სახლ-კარი თავს დაგვექცაო . . .’
რის შესახებ წერდა დ.გურამიშვილი?
ა) ვახტანგ ვჳ-ის გარდაცვალების;              ბ) დატყვევების;
გ) ხელნაწერების განადგურების;               დ) ქრისტეს ჯვარცმის.
30. “ერთ ყაზახს...  
შევბრალდი, გულზე მიმიქვა, მკოცნა და ცრემლი ღვარაო,
სწრაფად მოენედ მომგვარა ფხოველი იანვარაო
ას ნიშნავს მოენე?
ა) დამბეზღებელი;     ბ) თარჯიმანი;    გ) მოსამართლე;   დ) მზირი.
31. სად ჩააკითხა დ. გურამიშვილმა ვახტანგ მე-6-ს?
ა) მირგოროდში;   ბ) მოსკოვში;     გ) ასტრახანში;   დ) ოსოქოლოში.
32. დ. გურამიშვილის აზრით, როგორი არ არის საწუთრო?
ა) ცვალებადი;  ბ) სანდო;   გ) მატყუარა;    დ) ორსახოვანი.
33. ვახტანგ მე-6-ის გარდაცვალების შემდეგ, რატომ გადაწყვიტეს რუსეთში მყოფმა ქართველებმა იმპერატორის სამსახურში ჩადგომა?
ა) ვახტანგ მე-6-ის ანდერძი იყო;                 ბ) ბაქარმა ურჩია;
გ) იმპერატორმა მოითხოვა;                    დ) უკეთესი კარიერის შესაქმნელად.
34. სად დაატყვევეს 1758 წელს დ. გურამიშვილი?
ა) შვედეთში;   ბ) რუსეთში;   გ) პრუსიაში;  დ) უკრაინაში.
35. სად ჰქონდათ გურამიშვილებს საგვარეულო სასაფლაო?
ა) საგურამოში;    ბ) ზედაზენსა და შიომღვიმეში;    გ) გორისუბანში;   დ) ლამისყანასა და გორისუბანში.
36.რას არ საყვრდურობს დ. გურამიშვილი საწუთროს?
ა) უშვილობას;  ბ) უსამართლობას;   გ) სამშობლოდან გადახვეწას;   დ) შემოქმედებითი უნარის არქონას.
37. რა უწოდა დ. გურამიშვილმა თავისი ნაწარმოებების კრებულს თავდაპირველად?
ა) “დავითნი”;  ბ)”გურამიანი”   გ) “სწავლა მოსწავლეთა”  დ) “ქართლის ჭირი”.
38. რომელი მოტივი არ გვხვდება დ. გურამიშვილთან?
ა) რელიგიური;  ბ) დიდაქტიკური;   გ) ეროვნული;  დ) სოციალური
39. რომელი იგავის მორალია :”სიკეთისთვის სიკეთით არავის გადაუხდია”?
ა) მეფე და მისი შვილი;    ბ) ”დიდვაჭარი და მეფუნდუკე”;   გ) ”ანჩხლი ცოლის პატრონი;   დ) ”კაცი და გველი”.
40. .იყო ხელმწიფე ერთი, რომლისა საქმენი არავისგან მოიგონებიან, რომელსა სიკეთისა და სიქველისაგან  ეგოდენი მოწყალებანი შეეკრიბნა გულსა თვისსა. . . “
რას ნიშნავს ხაზგასმული შესიტყვება?
ა) არავინ მოიგონებდა;    ბ) გონებით ვერავინ მიწვდებოდა;  გ) არავის ეგონა.   დ)  არც ერთი პასუხი არ არის



No comments:

Post a Comment

წიგნის კლუბის მეორე შეხვედრა

 2023 წლის 20 ოქტომბერს წიგნის კლუბში "ვკითხულობთ ქართულს" მეორე შეხვედრა გაიმართა.  თემა - ნ. დუმბაძის "ძაღლის" განხილვ...