სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო წიგნის კლუბმა "ვკითხულობთ ქართულს"(ხელმძღვანელი თამარ აფრიდონიძე).
კლუბის პირველი შეხვედრა ჩატარდა 2023 წლის 06 ოქტომბერს. პირველ სხდომაზე კლუბის წევრები დეტალურად გაეცნენ კლუბის სამოქმედო გეგმას, მიზნებსა და ძირითად აქტივობებს.
კლუბის წევრებმა შეიმუშავეს ძირითადი წესები, რომელთა დაცვა განაპირობებს, რომ კლუბის მუშაობა წარიმართოს საინტერესოდ, შემოქმედებითად, ინტერაქტიულად...
გარდა ამისა, წევრება შეავსეს კითხვარი, რომელიც საშუალებას იძლეოდა მათი ინტერესებისა და მოლოდინების კლევისა.
მომდევნო შეხვედრისთვის წასაკითხად შეირჩა ნ. დუმბაძის მოთხრობა "ძაღლი". კლუბის წევრებმა გამოთქვეს ვარაუდები, თუ რა ამბავი შეიძლება იყოს აღწერილი მოთხრობაში. ამასთანავე, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება შინაურ ( მათ შორის მიუსაფარ) ცხოველებთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
No comments:
Post a Comment