ქართული ენისა და ლიტერატურის წრის სამუშაო პროგრამა
2019-2020 სასწავლო
წლის მე-2 სემესტრში სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში
ფუნქციონირებას იწყებს წრე
„Verba volant, scripta manent“ (ლათ. „სიტყვები
ქრება, დაწერილი რჩება“);
წრეში გაწევრიანება
შეუძლიათ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებს;
წრის
ფუნქციონირების პერიოდი: 2020 წლის მე-2 სემესტრი. წრის შეხვედრები გაიმართება
ორ კვირაში ერთხელ. ხანგრძლივობა 1-1,5 საათი. გარდა ამისა, წრის მუშაობა გულისხობს
ე.წ. არაკონტაქტურ საათებსაც. კერძოდ, წრის წევრებს სხვადასხვა წერითი სამუშაოს შესრულება
მოუწევთ შინ. აღნიშნულ ნაშრომებს წარუდგენენ წრის ხელმძღვანელს და საჭიროების შემთხვევაში
მოხდება მათი ინდივიდუალური განხილვა.
წრის
ფუნქციონირების აქტუალურობა/მნიშვნელობა:
ქართული ენისა და
ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტი თითოეული საფეხურზე სამ მიმართულებას მოიცავს: ზეპირმეტყველება,
კითხვა და წერა;
როგორც ჩემმა პედაგოგიურმა
პრაქტიკამ მიჩვენა, ყველაზე მეტად მოსწავლეებს სწორედ წერის მიმართულებთ უჭირთ. წერითი
კულტურის დახვეწა-განვითარება კი თანამედროვე ადამიანის განათლებულობის ერთ-ერთი აუცილებელი
მახასიათებელია.
წერით კულტურასთან
დაკავშირებული პრობლემები რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დავყოთ:
ü ენობრივ-გრამატიკული
კომპეტენცია;
ü არგუმენტაცია-ციტირება;
ü ნაწერის
ორგანიზება (აუცილებელი სტრუქტურული ელემენტების გამოყოფა);
ü ნაწარმოების
სიღრმისეული ანალიზი (ქვეტექსტი);
ü ლიტერატურული
პარალელების გავლება ;
üსუბიექტური დამოკიდებულების გამოხატვა;
üსუბიექტური დამოკიდებულების გამოხატვა;
N
|
თარიღი
|
თემა
|
1
|
23.01.2020
|
წრის მუშაობის
მიზნის, პრინციპების, თემის განსაზღვრა; თავისუფალი წერა - ფრაგმენტი ო.ჭილაძის რომანიდან
„მარტის მამალი“
|
2
|
06.02.2020
|
ნაწარმოების თემისა
და იდეის განსაზღვრა; როგორ გამოვკვეთოთ ისინი მხატვრული ტექსტის წერილობითი ანალიზასას.
ნიკო ლორთქიფანიძის
„ბებრების“ მიხედვით;
|
3
|
20.02.2020
|
მხატვრული ტექსტის
ქვეტექსტის ამოცნობა; მხატვრული ხერხების როლი მთავარი სათქმელის გამოდმოსაცემად
( „ბალახისფერი კაცი“- ალეგორიული ზღაპარი; ფრაგმენტი გ.დოჩანაშვილის რომანიდან
„სამოსელი პირველი“)
|
4
|
05.03.2020
|
ესე: „ადამიანი კი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობრიობა“-
ნიკო ლორთქიფანიძის „დადიანის ასული და
მათხოვარი“
|
5
|
19.03.2020
|
როდის იწყებენ
ადამიანები ყოფით მოვლენებზე ოცნებას -
ერნესტ ჰემინგუეის
„კატა წვიმაში“
|
6
|
02.04.2020
|
პერსონაჟის ადვოკატის
როლში - რიუნოსკე აკუტაგავას „უსიერ ტყეში“ (არგუმენტირებული ესეს დაწერა)
|
7
|
16.04.2020
|
რა არის ლიტერატურულ
ტექსტში მთავარი - ნოდარ დუმბაძის „ნუ გააღვიძებ“
|
8
|
30.04.2020
|
თემები, რომლებიც
ყველა ეპოქაში აქტუალურია.
აკაკი წერეთლის
„კუდაბზიკეთი“
|
9
|
14.05.2020
|
„მუხრანულით“
შთაგონებული პოეზია - ლიტერატურული პარალელები
|
10
|
28.05.2020
|
არგუმენტირებული
ესე - ჯემალ ქარჩხაძის „მეთერთმეტე მცნება“
|
11
|
04.06.2020
|
წრის მუშაობის
შეჯამება - წრის წევრების პრეზენტაცია
|
ზემოთ აღნიშნულიდან
გამომიდინარე, წრის მუშაობის მთავარი მიზანი იქნება მოსწავლეებში წერითი უნარების გაუმჯობესება,
სხვადასხვა ტიპის წერითი ნაშრომის შექმნა- თხზულება, ესე, ჩანახატი... იმისათვის, რომ აღნიშნული პროცესი მოსწავლეებისათვის
საინტერესო იყოს, სამუშაო მასალად შევარჩიეთ ქართველ და უცხოელ კლასიკოსთა ნაწარმოებები
(სრული ვერსია ან ფრაგმენტები).
წრის ფუნქციონირება
მიზნად ისახავს არა მარტო ენობრივ-გრამატიკული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას,
არამედ ისეთი სააზროვნო უნარების განვითარებას,
როგორებიცაა: დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნება, სუბიექტური დამოკიდებულების
მკაფიოდ გადმოცემა, არგუმენტირება და ფაქტების შეფასება.
ამასთანავე წრის მნიშვნელოვან მისიად მიმაჩნია, კიდევ უფრო შეუყვარდეთ მოსწავლეებს კითხვა და დაიხვეწოს
მათი ლიტერატურული გემოვნება.
შეფასების პრინციპები
წრის ფარგლებში
მოსწავლეთა შეფასება არ იქნება განმსაზღვრელი და მოხდება განმავითარებელი
კომენტარების სახით
წრის
მუშაობის გრაფიკი:
შენიშვნა:
წრის წევრების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, შესაძლოა
მოხდეს შეხვედრის თარიღის/თარიღებისა და თემის/თემების
კორექტირება;
რესურსები:
ü საკანცელარიო
ნივთები;
ü კომპიუტერეული
ტექნიკა;
ü ადამიანური
რესურსები;
წრის ხელმძღვანელი სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ აფრიდონიძე
No comments:
Post a Comment