Saturday, October 18, 2014

ინტელის პროექტებით სწავლების მე-4 დღე


ქ.ქუთაისი,
1-ლი საჯარო სკოლა


ინტელის პროექტის სწავლების ტრენინგის მე-4 დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები:

მე-2 მოდული - შეფასება (დროში გაწერილი შეფასების გეგმა)

დეტალურად გავიარეთ საკითხი როგორ/რა მეთოდებით უნდა შეფასდეს მოსწავლეთა მიერ განხორციელებული აქტივობები პროექტის განხორციელების პროცესში - პროექტის დაწყებამდე, მსველეობისა და დასრულებისას. შეფასების 5 სტრატეგიიდან ამოვარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის მნიშვნელოვანი მეთოდები, შევიტანეთ ჩვენი გეგმის შაბლონში, დავწერეთ მეთოდების აღწერა.

გარდა ამისა, ვისაუბრეთ საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint-ზე, განვიხილეთ ისეთი პრაქტიკული საკითხები, როგორებიცაა : სლაიდების შექმნა, დიზაინის შეცვლა, ვიდეოს, მელოდიის დადება. . .


შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი პრეზენტაცია.

No comments:

Post a Comment

წიგნის კლუბის მეორე შეხვედრა

 2023 წლის 20 ოქტომბერს წიგნის კლუბში "ვკითხულობთ ქართულს" მეორე შეხვედრა გაიმართა.  თემა - ნ. დუმბაძის "ძაღლის" განხილვ...