Thursday, September 17, 2015

პროფესიული განვითარების გეგმა - ტრენინგი


პროფესიული განვითარების გეგმ


პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ , ერთი მხრივ, ვვითარდებოდეთ, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, ცოდნა და შევძინოთ ის უნარები , რომლებიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდებათ.
მასწავლებელი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე“- აღნიშნულის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში (თავი III , მუხლი 5.).
მასწავლებლის პროეფესიულ სტანდარტში აღნიშნულია ისიც , რომ
სტანდარტი მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას“ (თავი I, მუხლი I).

სასწავლო პროცესში არაერთი პრობლემა იჩენს თავს, რაც ჩვენი, მასწავლებლების, საჭიროებებსაც გამოკვეთს. რა უნდა გავაკეთოთ და დავნერგოთ ჩვენს პრაქტიკაში ისეთი, რაც სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოსა და პროდუქტიულს გახდის, გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და ა.შ.
სასწავლო პროცესის მართვისას მნიშვნელოვანი ფაქტორებია:  მოტივაცია და კომუნიკაცია; სასწავლო გარემო.

მუხლი 5. სასწავლო გარემო
მასწავლებელმა იცის, როგორ შექმნას უსაფრთხო, მზრუნველი, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო. ამ მიზნით:
) მასწავლებელმა იცის, როგორ მართოს მოსწავლეების ქცევა წყვილებში, დიდ და მცირე ჯგუფებში, როგორ ასწავლოს თანამშრომლობითი ურთიერთობები და ხელი შეუწყოს აზრის გაბედულად გამოხატვას;
) მასწავლებელს შეუძლია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;

მუხლი6. მოტივაცია და კომუნიკაცია
მასწავლებელმა იცის მოტივაციისა და კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგია და იყენებს ამ ცოდნას საკუთარ პრაქტიკაში. ამ მიზნით მასწავლებელმა:
) იცის და იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგიას მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს კონკრეტული სასწავლო მიზნების მისაღწევად.
***
თითოეული მასწავლებლის ვალია, ყველა მოსწავლე აქტიურად ჰყავდეს ჩაბმული სასწავლო პროცესში. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მათ ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით შევურჩევთ დავალებებს. ეს, ცხადია, იმას არ გულისხმობს, მოსწავლეებმა მხოლოდ ის აკეთონ, რაც მათთვის საინტერესო იქნება. ამ პრინციპების დაცვით გაკვეთილის დაგეგმვა არც თუ ისე მარტივი პროცესია. გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ თანამედროვე მოსწავლეს განსაკუთრებით მოსწონს იმ დავალებების შესრულება, რომლებიც ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას საჭიროებს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს კოლეგებთან, გავუზიაროთ მათ ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკა (შექმნილი რესურსები, გაკვეთილის გეგმები, პროექტები და ა.შ.) მასწავლებლის ბლოგი ამ მხირვ ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე გამევლო „ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგი“ (8 მოდული; 36სთ  - 2014 წლის ოქტომბერი-ნოემბერი).  


აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში გავეცანი და ვისწავლე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა :

Ø  პროექტის დაგეგმვა და განხორცელება. კერძოდ, როგორ უნდა დაიგეგმოს პროექტი. ისსაუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებაც.როგორ უნდა დავსვათ მიმართულების მიმცემი, თემატური და შინაარსობირივი შეკითხვები, რაცპროექტის ეფექტურად განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა. შევქმენით მოსწავლეთა შეფასებების სხვადახვა ფორმა/ რუბრიკა (მიზნების შესაბამისად).განვიხილეთ საკითხი, როგორ უნდა მივაჩვიოთ მოსწავლეები საავტორო უფლებების დაცვას.

Ø  ბროშურის, ბუკლეტის, გაზეთის და მისთ. მომზადებ


Ø  google- ფორმების საშუალებით სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაროგორ არის შესაძლებელი ინტერნეტგამოკითხვის ჩატარება - სხვადასხვა ფორმის კითხვარის შექმნა-გაზიარება, ფაილების გაზიარება . . .

 
Ø  როგორ უნდა გავაკეთოთ ჩანართები ბლოგზე, გამოვაქვეყნოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია - პრეზენტაცია, ვიდეო და ა.შ. ამან საშუალება მომცა უფრო მომეწესრიგებია და  დამეხვეწა ჩემი ბლოგი http://tamar-apridonidze.blogspot.com/
Ø  ჩვენ მიერ შექმნილი მასალების/რესურსების (პრეზენტაცია, ცხრილი . . .) კოლეგებისთვის გაზიარებაკომენტირება და ..


ზემოთაღნიშნული ცოდნისა და გამოცდილების სასწავლო პროცესში დანერგვა საკამოდ საინტერესო აღმოჩნდა. ბუნებრივია, მოსწავლეებისთვის უცხო არც პროექტის განხორციელება იყო და არც ისტ ტექონოლოგიების გამოყენება,
2014-2015 სასწავლო წელს განვახორციელე 2 სასწავლო  პროექტი
Ø  „რეპრესირებული ქართველი მწერლები - მ. ჯავახიშვილი, ტ.ტაბიძე და პ.იაშვილი“ (მე-12 კლასში  https://drive.google.com/folderview?id=0B9Zm0XKgy5hIY0VrLUhLVmp6V0E&usp=sharing


Ø  „განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების სწავლება ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ მიხედვით“ (მე-11 კლასში)  https://drive.google.com/folderview?id=0B9Zm0XKgy5hIfk1DNkdvWDZ6Y2lReVNSV0padllNVl9vVENLQi10MG1DYkhDU1lUWVNzcjA&usp=sharing






No comments:

Post a Comment

წიგნის კლუბის მეორე შეხვედრა

 2023 წლის 20 ოქტომბერს წიგნის კლუბში "ვკითხულობთ ქართულს" მეორე შეხვედრა გაიმართა.  თემა - ნ. დუმბაძის "ძაღლის" განხილვ...