საგნობრივ კათედრაზე განხორციელებული აქტივობის, დამუშავებული თემის კათედრაზე წარდგენის, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება
„გრამატიკის ცალკეული საკითხის
სწავლება მინიპროექტებით“
სასწავლო პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
ეროვნული და სასკოლო-სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.
მასწავლებლის პროფესიული სტადარტისმე-7 მუხლში აღნიშნულია,
რომ
ა) მასწავლებელმა იცის
სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და
სასკოლო-სასწავლო გეგმების მოთხოვნების, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების, დროითი და
სასწავლო რესურსების გათვალისწინებით;
ამასთანავე, ცხადია, გასათვალისწინებელია კოლეგებთან
გამოცდილების გაზიარება და მათგან რეკომენდაციების მიღება
დ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაგეგმოსს წავლება კოლეგებთან ერთად
(მასწავლებლის პროფესიული
სტადარტი - მუხლი 7).
2014 წლის შემოდგომაზე ჩემ მიერ გავლილ „ინტელის პროექტებით სწავლების“ ტრენინგზე
მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება სასწავლო პროცესში მეტად საინტერესო და
ეფექტიანი აღმოჩნდა . ტრენინგის დასრულების შემდეგ მე-11 და მე-12 კლასებში განვახორციელე პროექტები, რომლებშიც
ყველა მოსწავლე საკმადო აქტიურად ჩაერთო. სწორედ ამიტომ, ჩემი მიზანი იყო კათედრის სხდომაზე კოლეგებისათვის
გამეზიარებინა ეს გამოცდილება, მიმეღო მათგან რჩევები კონკრეტულ საკითხთან/საკითხებთან
დაკავშირებით.
კერძოდ, კოლეგებს გავუზიარე თუ როგორ გამოვიყენე ტრენინგზე
მიღებული ცოდნა ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. კონკრეტულად რა აქტივობები განვახორციელე
და როგორ.
პრეზენტაციის ტემად ავირჩიე მე-11 კლასში განხორციელებული
პროექტი „განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები
ალ.ყაზბეგის „ხევისბერი გოჩაში“[1]
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ერუდიცია და განათლება
მის მეტყველებასა და წერით კულტურაში ვლინდება. გრამატიკის საკითხების სრულყოფილი ცოდნა
კი საამისოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თანამედროვე ესგ-ის მიხედვით ქართული
ენის, როგორც ცალკე სასწავლო დისციპლინის სწავლება არ ხდება, იგი კომბინირებულია ქართულ
ლიტერატურასთან. სამწუხაროა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მისი სწავლება საფუძვლიანად არ არის შესაძლებელი (საამისოდ ბევრი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ - პედაგოგთა სუბიექტური დამოკიდებულება;
მოსწავლეთა ნაკლები დაინტერესება; სასწავლო პროგრამების სტურქტურა-შინაარსი და ა.შ.
). ფაქტი კი ერთია, სკოლის გამოსაშვები თუ
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას, სხვადასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში მონაწილეობისას
მოსწავლემ საკმაოდ სიღრმისეული კომპეტენცია უნდა გამოავლინოს ქართული ენის საკითხების
ცოდნის თვალსაზრისით (ამას ითვალისწინებს ესგ-ში წარმოდგენილი პროგრამის შინაარსიც). რაც მთავარია, ეს არ უნდა იყოს გაზეპირეული თეორიული საკითხები. ასე რომ, ჩვენი უმთავრესი მიზანი ისაა, მოსწავლეებს ისე ვასწავლოთ
ქართული ენის საკითხები, რომ იგი გაითავისონ, გამოიყენონ და დახვეწონ წერითი თუ ზეპირი
მეტყველების კულტურა.
ამ თვალსაზრისით საინტერესო პრაქტიკად მიმაჩნია ქართული
ენის საკითხების სწავლება მოხდეს უშუალოდ ამა თუ იმ მხატვრული ნაწარმოების სწავლებისას.
ცხადია, ეს დიდი სიახლე ნამდვილად არ არის, თუმცა საკუთარმა გამოცდილებამ მაჩვენა,
რომ ეს გაცილებით ეფექტურია, თუკი მას მინიპროექტის სახეს მივცემთ.
კერძოდ, პირველ რიგში, კონკრეტული
ავტორის ან ნაწარმოების სწავლების წინ გადავწყვიტოთ, რომელი გრამატიკული საკითხის სწავლება
იქნება უფრო ეფექტური (ქართველ მწერალთა ნაწარმოებები ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.
მაგალითად,
დიალექტიზმები - დ.კლდიაშვილი, ვაჟა ფშაველა, ალ. ყაზბეგი;
ფრაზეოლოგიზმები - ილია ჭავჭავაზე,
ნეოლოგიზმები და კომპოზიტები -გ. ლეონიძე
სახელდებითი წინადადება-ნ. ლორთქიფანიძე და ა.შ.)[2]
ამის შემდეგ მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით
მივცეთ მათ ინდივიდუალური დავალებები ( ან წვილებში, ტრიადებში, ჯგუფებში საკითხისა
და მოსწავლის შესაძლებლობის სპეციფიკის გათვალისწინებით), განვსაზღვროთ დრო, აქტივობები
და ა.შ.
ბუნებრივია, როცა მოსწავლე
თავად იკვლევს, ეძებს, აკვირდება, საკითხი მისთვის უფრო საინტერესოც ხდება და უკეთესადაც
სწავლობს
(მასწავლებელთა
პროფესიული სტანდატრი - მუხლი6. მოტივაცია და
კომუნიკაცია:
მასწავლებელმა
იცის მოტივაციისა და
კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგია და
იყენებს ამ ცოდნას
საკუთარ პრაქტიკაში. ამ მიზნით
მასწავლებელმა:
ა) იცის
სწავლის მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და
აანალიზებს მათ შესაძლო შედეგს
კონკრეტულ სიტუაციაში;
ბ) იცის, როგორ გაუღვივოს მოსწავლეებს შემეცნებითი ინტერესი და
სწავლის ღირებულების მიმართ
გაცნობიერებული დამოკიდებულება);
ასეთი მეთოდი, ვფიქრობ, გამოიღებს უკეთეს შედეგს, ვიდრე
ამა თუ იმ გრამატიკული წესის დაზეპირება და მისი შესაბამისი რამდენიმე პრაქტიკული დავალების
შესრულება.
როგორც უკვე აღვნიშნე, კათედრის სხდომაზე კოლეგებს გავაცანი
თუ როგორ დავგეგმე მე-11 კლასში განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების სწავლება
ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ სწავლებისას.
კერძოდ, მათ წარვუდგინე
Ø
სასწავლო
პროექტის გეგმა (დანართი 1);
Ø
გაკვეთილის
გეგმა (დანართი 2);
Ø
შეფასების
რუბრიკა (დანართი 3);
Ø
მოსწავლეთა
მიერ შექმნილი პრეზენტაცია (3 წყვილის მიერ შესრულებული საერთო ვერსია) - https://drive.google.com/folderview?id=0B9Zm0XKgy5hIfk1DNkdvWDZ6Y2lReVNSV0padllNVl9vVENLQi10MG1DYkhDU1lUWVNzcjA&usp=sharing
ამგვარად,
Ø მხატვრული ტექსტის მიხედვით
კონკრეტული გრამატიკული საკითხის სწავლება მოგვცემს საშუალებას უფრო საფუძვლიანად შეისწავლოს
მოსწავლემ იგი.
Ø ყველა
მოსწავლე ჩართულია საკითხის შესწავლაში/კვლევაში;
Ø საკითხის
სწავლების პროცესი არის საინტერესო, ხოლო შედეგი
- უფრო პროდუქტიული; გამოცდილებამ გვიჩვენა , რომ მოსწავლების ცოდნა გახდა სიღრმისეული.
პრეზენტაციის შემდეგ გამართული დისკუსიისას
აღინიშნა, რომ მეთოდი საინტერესოა, თუმცა მას გარკვეული ნაკლიც შეიძლება ჰქონდეს იმ
თვალსაზრისით, რომ მან არ მოგვცეს საშუალება თანმიმდევრულად და სისტემურად შევასწავლოთ
ბავშვებს ქართული ენის ყველა მმნიშვნელოვანი საკითხი. თანაც, გასათვალისწინებელი იქნება
სტანდარტთან შესაბამისობაც.
აღნიშნული მოსაზრება, რასაკვირველია, საყურადღებოა.
თუმცა უნდა ითქვას - წარმოდგენილ მეთოდს -
მინიპოექტებით (ან პროექტ-გაკვეთილით) სწავლებას, არ აქვს პრეტენზია იმაზე,
რომ ქართული ენის ყველა საკითხის სწავლების საშუალებას იძლევა. როგორც თავიდანვე იყო
ხაზგასმული, საინტერესოდ და ეფექტურად მიგვაჩნია ცალკეული გრამატიკული საკითხის სწავლებისას.
გარდა ამისა, თუკი ამ მეთოდს ხშირად გამოვიყენებთ, მისი დახვეწისა და მოდიფიცირების
პროცესში შესაძლებელი იქნება ახლი მეთოდებისა და სტრატეგიების შემუშავება-დანერგვა.
ქართ. XI.
7. მოსწავლეს
შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი
ფუნქციონირების თვალსაზრისით.
პროგრამის შინაარსი : შედეგების
მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:
1. ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება >
გრამატიკული ასპექტები: „...ჩართული
სიტყვები და გამონათქვამები...“
[2]აღნიშნული
მეთოდები საკმაოდ პროდუქტიულია ლიტერატურის თეორიის საკითხების (მაგ, ტროპის სახეების)
სწავლების თვალსაზრისითაც.
No comments:
Post a Comment