Sunday, August 10, 2014

ტრენინგის ანგარიში

ტრენინგის ანგარიში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა
ტრენინგის დასახელება-პედაგოგიური კვლევები და სასწავლო პროექტები
”მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი” -მასწავლებლის სახლი
ჩატარების დრო-  2012 წლის 13-16 დეკემბერი;
ჩატარების ადგილი- ქ. ქუთაისი, ჟვანიას სკოლა;
ტრენინგის ხანგრძლივობა-16 საათი
მიზანი:
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისა და
საგანმანათლებლო პროექტების წერის ტექნიკის დაუფლება;

ამოცანები:
სქემაში ჩართვისა და მასში მონაწილეობის პირობები გახსენება;                                                        პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა;
საგანმანათლებლო პროექტები;
მასწავლებლის პორტფოლიოსთვის საჭირო დოკუმენტების შექმნა.

*         *       *       *
აღნიშნული ტრენინგი იყო ოთხდღიანი  (იხ. დანართი 1)

პირველი დღე
1-ლი დღეს ტრენინგზე განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
Ø რა არის კვლევა?
Ø ვინ არის მკვლევარი მასწავლებელი?
Ø რაში ეხმარება მასწავლებელს პედ. პრაქტიკის კვლევა?
Ø როგორ ვაწარმოოთ კვლევის პროცესის პორტფოლიო და რაში ეხმარება ის მასწავლებელს?
Ø როგორ დავიწყოთ კვლევა?
Ø ყველაზე უფრო ხშირად კვლევის რომელ მეთოდებს იყენებენ მასწავლებლები?
Ø როგორ მოვახდინოთ კვლევის შედეგების ანალიზი?
Ø როგორ გამოვიყენოთ ანალიზის შედეგები?
Ø როგორ უნდა გავაფორმოთ კვლევის ანგარიში?
ამასთანავე ტრენინგის პირველ დღეს განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა :
Ø სქემის მიზანი;
Ø სერთიფიცირების პროცესი;
Ø სქემაში ჩართვის მოტივი.
       აღნიშნულ საკითხებზე საუბრისას გამოიკვეთა მოსაზრება, რომ სერთიფიცირება აუცილებელი პროცესია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის, ხოლო სქემაში ჩართვა აუცილებელია სერთიფიცირებული პედაგოგებისათვის, რადგან ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, პედაგოგმა მაქსიმალურად იმუშაოს საკუთარ თავზე, პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, მისი გაკვეთილები იყოს უფრო პროდუქტიული,  პრაქტიკულად გამოიყენოს  თეორიული ცოდნა.
        ამასთანავე, სქემაში ჩართულ პედაგოგებს საშუალება აქვთ დააგროვონ კრედიტები, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოცდის/გამოცდების გარეშე დარჩეს სერთიფიცირებულ პედაგოგად. დატალურად იქნა განხილული კრედიტების დაგროვების საშუალებები.
*         *        *        *
     ტრენინგის პირველ დღეს განვიხილეთ ერთ-ერთი აქტუალური  საკითხი-პედაგოგიური კვლევა.
         პედაგოგიური კვლევის ჩატარება სასწავლო პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია; თავად სკოლის ფარგლებში პედაგოგს შეუძლია განახორციელოს არაერთი კვლევა- ინტერესების,  საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. თუმცა კვლევის სწორად ჩატარება არც თუ ისე მარტივია,რადგან  მრავალი დეტალის გათვალისწინებას გულისხმობს; ამიტომ  მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დეტალურად გავაანალიზეთ  კვლევის ეტაპები:
Ø კვლევის დაგეგმვა--განხორციელება;
Ø კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე ცვლილების დაგეგმვა, განხორციელება;
Ø შეფასება და რეაგირება;
      122-ე სკოლაში ჩატარებულმა კვლევის დეტალურმა ანალიზმა უფრო იოლად აღსაქმელი გახადა თუ რას გულისხმობს  პედაგოგიური კვლევა.
ჩემს კოლეგებთან ერთად წარმოვადგინეთ მონახაზი პედაგოგიური კვლევისა - რა თემაზე შეიძლება განვახორციელოთ იგი და როგორ. ამან  კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩინა ამ მიმართულებით ჩემი ხარვეზები თუ შესაძლებლობები.
      კვლევის ჩატარების პარალელურად, აუცილებელია ამ პროცესის დეტალურად აღწერა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. ტრენინგზე ამ მიმართულებითაც საჭირო რეკომენდაციები მივიღეთ.
*         *        *        *

მეორე დღე
ტრენინგის მე-2 დღის თემა იყო პროექტგაკვეთილი

     სასწავლო პროცესში თითოეულ საგანში შესაძლებელია პროექტის განხორციელება;  ცნობილია, რომ პროექტი შეიძლება იყო სხვადასხვა ტიპის - საგაკვეთილო, გრძელვადიანი ან მოკლევადიანი და ა.შ. 
    პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში პროექტგაკვეთილის სახელით პედაგოგები  გეგმავენ სხვადასხვა აქტივობას. რეალურეად კი ნამდვილი პროექტ -გაკვეთილი საკმაოდ ბევრ ნიუანსს გულისხმობს. მართალია, ყველა სასწავლო აქტივობა თავისებურად საინტერესო და სასარგებლოა, თუმცა, ამჯერადაც გამოიკვეთა ის პოზიცია, რომ პროექტის განხორციელება მოსწავლეებში  განსაკუთრებულ ინტერესსა და ჩართულობას გულისხმობს, რადგან იგი საკმაოდ მრავალფეროვანია და სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეებს აძლევს საშუალებას მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია;  თანაც, განვიხილეთ  პტროექტგაკვეთილი როგორც ერთი კონკრეტული საგნის ფარგლებში, აგრეთვე ინტეგრირებული პროექტი .
      ტრენინგზე პროექტ-გაკვეთილის განხილვა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რადგან, მიუხედავად ჩემი გარკვეული  თეორიული ცოდნისა, ჯერ პროექტგაკვეთილი არ მაქვს განხორციელებული და  ვფიქრობ, მომავალში სწორად შევძლებ დავგეგმო იგი.
     ბუნებრივია, საყურადღებოა  იმ კომპონენტების განხილვა და გაანალიზება, რომლებიც გულისხმობს პროექტგაკვეთილის როგორც სწორად დაგეგმვას, აგრეთვე მის შეფასებას, დასკვნების გაკეთებას. ტრენიგის ბოლოს თითოეულმა ჯგუფმა დაწერა ერთი პროექტგაკვეთილი;  პრეზენტაციისას მივიღეთ რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მოგვცემს შესაძლებლობას შემდეგში უფრო სრულყოფილად განვახორციელოთ იგი.

*         *        *        *
მესამე დღე
კათედრებზე მუშაობა
       როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულ სკოლაში ფუნქციონირებს საგნობრივი კათედრები. მასწავლებელი - მიუხედავად იმისა, სერთიფიცირებულია ის თუ არა, საგნობრივი კათედრის წევრია და მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს, განხორციელბს მათ. 
    პირველ რიგში ტრენინგის მონაწილე პედაგოგებმა დავასახელეთ კათედრზე მუშაობის ჩვენეული ვარიანტები - რას ვაკეთებთ და როგორ. ვისაუბრეთ,  როგორ წარმოგვიდგენია კათედრაზე მუშაობა, როგორ წამოგვიდგენია ურთიერთთანამშრომლობა.
       როგორც ცნობილია, სერთიფიცირებული მასწავლებლისათვის კრედიტების დაგროვების ერთ-ერთი საშუალებაა კათედრაზე აქტიური მუშაობა. საგნობრივ კათედრაზე პედაგოგს მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალება აქვს, გარდა იმისა, რაც თავისთავად ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებითაა გათვალისწინებული.
    ასევე ეფექტურია პედაგოგმა სხვა კათედრებთანაც ითანამშრომლოს, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო შემოქმედებითს გახდის.
  
*         *        *        *

მეოთხე დღე
Ø სქემაში ჩართული მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოება (ჩასადები მასალის ნუსხა და პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმების გაცნობა) ;
Ø როგორ გავაფორმოთ სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრების ანგარიში;
Ø ანგარიშის ფორმები;

      ფაქტია, რომ სერთიფიცირებული პედაგოგი მის მიერ განხორციელებულ აქტივობებს სესაბამისად უნდა აღნუსხავდეს, დოკუმენტურად აფორმებდეს და ინახავდეს თავის პორთფოლიოში;  ეს არის ერთგვარი ანგარიში იმისა, თუ რა და როგორ გააკეთა. ყოველივე ეს ნათელ სურათს შექმნის სქემაში ჩართული პედაგოგის აქტიურობის შესახებ.
    ყოველივე ზემოთ აღნიშნულს შესაბამისი, ერთგვარად სტანდარტულად განსაზღვრული ფორმით სჭირდება წარმოდგენა-  აუცილებელი გარკვეული ფორმატის დაცვა .
 ტრენინგის მე-4 დღეს  სრულყოფილი ინფორმაცია მივიღეთ თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ პორთფოლიო, როგორ უნდა დავწეროთ ანგარიში - იქნება ეს, კონკრეტული განვლილი ტრენინგისა ,  ჩვენ მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობისა , ღონიძიებისა  და ა.შ.
      
*         *        *        *
    აღნიშნული ტრენინგი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან გარდა პრაქტიკული  საკითხების განხილვისა, რაც გათვალისწინებული იყო ტრენინგის პროგრამით, ყოველთვის საინტერესოა კოლეგებთან ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება. 
    რაც შეეხება უშუალოდ ტრენინგს - იგი მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც მივიღე კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ვიმუშაო როგორც სქემაში ჩართულმა პედაგოგმა (აქვე აღვნიშნავ, რომ ეს იყო პირველი ტრენინგი, რომელიც გავიარე ამ მიმართულებით). გავეცანით იმ სიახლეებს, რომლების იგეგმება სქემასი ჩართული პედაგოგების სამუშაო პროეცესში. რაც მთავარია, ტრენინგის ბოლოს მოგვეცა სესაძლებლობა, ჩვენი მოსაზრებები, რეკომენდაციები თუ შენიშვნები წერილობით დაგვეფიქსირებინა და მიგვეწოდებინა იმ ადამიანიებისათვის, რომლებიც ამ მიმართულებიტ მუშაობენ.
   ღონისძიებაში მონაწილეობამ  შემმატა გამოცდილება იმ თვალსაზრისით, რომ ჩემი სამომავლო მუშაობა იქნება უფრო ორგანიზებული, დეტალურად გაწერილი და ჩემ მიერ წარმოებული დოკუმენტაცია უფრო კომპლექსური.
    ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას, ვპფიქრობ, ეფექტურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში - როგორც პედაგოგიური კვლევის ჩატარებისას, ასევე პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვა- განხორციელებისას და , რაც მთავარია, კათედრაზე მუშაობისას. 
   ტრენინგზე მიღებული ცოდნა, მიმაჩნია, რომ საინტერესო იქნება ჩემი კოლეგებისათვის, ამიტომ , ვგეგმავ, გავუზიარო მათ და შემდეგ ერთობლივად დავგეგმოთ გარკვეული სასწავლო - საგანმანთლებლო ღონიძიებები თუ პროექტები.

/თ. აფრიდონიძე/
იანვარი, 2013 წელი


No comments:

Post a Comment

წიგნის კლუბის მეორე შეხვედრა

 2023 წლის 20 ოქტომბერს წიგნის კლუბში "ვკითხულობთ ქართულს" მეორე შეხვედრა გაიმართა.  თემა - ნ. დუმბაძის "ძაღლის" განხილვ...